x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
მამაკაცები კაბებში – 7 ქვეყანა, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს

უხსოვარი დროიდან, კაბები და ქვედაბოლოები, ექსკლუზიურად, ქალის სამოსად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა ასე ფიქრობს. მაგრამ, როგორც გაირკვა, შოტლანდიის გარდა, არის კიდევ რიგი ქვეყნები, სადაც ქვედაბოლო ან კაბა, მამაკაცის ტრადიციულ სამოსად ითვლება და რომლის ტარება, მათთვის სავალდებულოა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, სამსახურში და სასწავლებელში. ამიტომ, უნდათ, თუ არა, ქვედაბოლო უნდა ატარონ.


1. კილტი, შოტლანდიაimage


კილტის არსებობის ერთ-ერთი პირველი წერილობითი მტკიცებულება, 1582 წელს გამოცემული მრავალტომეული არის, სახელწოდებით — «შოტლანდიის ისტორია», რომლის ავტორი ჯორჯ ბრუკენენი (George Buchanan) კილტს აღწერს, როგორც კუბოკრული შალის ქსოვილის, მჭიდროდ დაპლისულ ქვედაბოლოს.

შოტლანდიური კილტები ცნობილია როგორც შოტლანდიის ეროვნული სამოსი და ის სამოსის აღიარებული ფორმაა მთელს მსოფლიოში. კილტებს ღრმა კულტურული და ისტორიული ფესვები აქვთ შოტლანდიაში და ჭეშმარიტი შოტლანდიელებისთვის, პატრიოტიზმის და ღირსების წმინდა სიმბოლოს წარმოადგენს.


2. გჰო, ბუტანიimage


ბუტანის ტრადიციული სამოსი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალსაჩინო ასპექტია. ყველა ბუტანელს მოეთხოვება, სკოლაში ეროვნული სამოსით იაროს. ასევე, ამ სამოსის ტარება აუცილებელია სამთავრობო დაწესებულებებში და ოფიციალურ ღონისძიებებზე.


3. ლონგჯი, ბირმაimage


ამ ტრადიციულ სამოს დღემდე ბევრი მიანმარელი ატარებს. იქ ჩასული ტურისტები, ადგილობრივებს ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილს უფრო ხშირად ხედავენ, ვიდრე თანამედროვე სამოსში.
ლონგჯი ტრადიციული სამოსია როგორც მიანმარელი მამაკაცების, ისე ქალებისთვის. ქვეყანაში, კიდევ ერთი ტრადიცია, ქსოვა არის, რომელიც ხელოვნების ერთგვარი ფორმა. სწორედ ამიტომ, ყველა ეთნიკური უმცირესობას მიანმარში ტექსტილის საკუთარი ტრადიციები აქვს.


4. ჯელაბა, მაროკოimage


ბევრ კულტურაში არის შესაფერისი სამოსი — რაღაც კომფორტული, უნივერსალური, ელეგანტური. მაროკოში, ეს ჯელაბაა — გრძელსახელოებიანი სამოსი კაპიუშონით, რომელიც ათობით სხვადასხვა სტილში გამოდის და შეიძლება, ჩაიცვას როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა.
ჯელაბა შეიძლება იყოს როგორც ყოველდღიური, მსუბუქი ქსოვილით შეკერილი, ისე სქელი, ცივი ამინდებისთვის და ასევე, საზეიმო, დიზაინერების მიერ შექმნილი და თვალ–მარგალიტით გაფორმებული.



5. ფუსტანელა, საბერძნეთიimage


ფუსტანელა — ქვედაბოლოა მუხლებამდე, შოტლანდიური კილტის მსგავსი სამოსი, რომელსაც მამაკაცები სამხედრო და საზეიმო ღონისძიებებზე ატარებენ, არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ბალკანეთის სხვა ქვეყნებშიც. დღეს ამ სამოსის სამშობლო კამათის საგანია. თუმცა ის, მნიშვნელოვან კულტურულ იდენტიფიკატორად ითვლება საბერძნეთში.


6. სულუ, ფიჯიimage


ფიჯის ეროვნული სამოსი — სულუა, რომელიც ქვედაბოლოს ჰგავს. მას ჩვეულებრივ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ატარებენ. სულუ შეიძლება სადა იყოს, ან უზორებით იყოს გაფორმებული.


7. ჰაკამა, იაპონიაimage


მიუხედავად იმისა, რომ უცხოელთა უმრავლესობამ იცის, რა არის კიმონო, იაპონიის მეორე ტრადიციული სამოსის — ჰაკამას შესახებ, არაფერია ცნობილი. ეს — კაბა–შარვალია, რომელსაც კიმანოს ზემოდან იცვამენ. ჰაკამა სამურაის ტრადიციული სამოსად ითვლებოდა და თავიდან, მხედრის ფეხების დასაცავად იყო გამიზნული. ახლა კი, მას საბრძოლო ხელოვნების ოსტატები ატარებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* არასდროს ეკამათოთ "ვირს" – როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს

* "მიწისძვრის დიპლომატია"

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* 7 ფაქტი ადამიანზე, რომელსაც მეხი 7 ჯერ დაეცა

* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* 15 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში



2
2082
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2082
  
2023, 24 აპრილი, 7:59
ვიდრე შარვალს გამოიგონებდნენ, ყველა მამაკაცი კაბით, ანუ გრძელი პერანგით დადიოდა. ალბათ, ეგენი უძველეს ტრადიციას მისდევენ.
2023, 24 აპრილი, 1:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2