x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
„არასდროს, არაფრის გულისთვის, ენმ-ში უკან დაბრუნება იდიოტიზმია" - გრიგოლ ვაშაძე
image


"ნაციონალურ მოძღაობაში" პარტიის ხელმძღვანელი ბევრს რომ აღარ მოსწონს ეს ბევრჯერ ითქვა. ბოლო დროს პარტიის წევრებიც და მხარდამჭერებიც ღია და დახურულ ფორმატში ხშირად აკრიტიკებენ პარტიის ხელმძღვანელს ნიკა მელიას. ისინი მიიჩნევენ, რომ მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის სათანადოდ არ იბრძვის. ბევრი ექსპერტიც ღიად ამბობს, რომ სააკაშშვილი მისი პარტიისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძნობს.

.

ამ ფონზე სულ უფრო ბევრს საუბრობენ პარტიიდან ნიკა მელიას გადაყენებაზე, შიდა დაპირისპირებებზე და ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე.


.

პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას და პარტიის თავმჯდომარეობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკან დაბრუნება იდიოტიზმი იქნება. ეს განცხადება სულ ახლახან ვაშაძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა. კომენტარი კლინიკა ვივამედიდან სააკაშვილის მონახულების შემდეგ გამოსულმა ვაშაძემ გააკეთა. რაკი ის სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა, ეჭვები უფრო საფუძვლიანი გახდა. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვაშაძე ერთიან ოპოზიციაში ლიდერად გამოიკვეთა, თუმცა მალევე გაემიჯნა ნაციონალურ მოძრაობას და ამ პარტიაშიც აღარ მოსწონდათ ყოფილი ლიდერი.

,
მისი თქმით, ის პარტიაში არასდროს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება.


„არასოდეს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში. ვინც გინდა წავიდეს, ან მოვიდეს. არ მიდიან იმისთვის, რომ მერე უკან დაბრუნდნენ. თქვენს თვალში ისეთი რეპუტაცია მაქვს, რომ რაღაც მოუფიქრებლად გავაკეთო?! უკან დაბრუნება იდიოტიზმია“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

,

"დღეს ისეთი მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა რომ ქვეყნიდან გაყვანის გარდა სხვა გადაწყვეტილება არ რჩება"- ამ პასუხით გამოვიდა "ვივა მედიდან" გრიგოლ ვაშაძე.

.

"ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მესამე პრეზიდენტი არ ყოფილა, კვდება. სიმპტომების აღწერაც კი არ შემიძლია" - თქვა ექსპრეზიდენტის მეგობარმა.

არის ბევრად უარესად, ვიდრე იყო სექტემბერში. ვერ დადის, ფეხზე ადგომა როცა სჭირდება, რამდენიმე ბაბიჯს დამხმარე მოწყობილობით დგამს. სიმპტომების აღერა შეიძლება ხვალ დილამდე. არ მესმის რატომ უნდათ ამ ადამიანის სიკვდილი, ნამდვილად არ მესმის. ვის და რაში სჭირდებე ეს, ან ხელისუფლებას ან საქართველოს?! სამართლებრივი საკითხიც არ არის, სასაცილოა პოლიტიკური სარჩული, კვდება ადამიანი" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

0
361
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0