x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ხვიჩა კვარაცხელია გახდა საფეხბურთო ფაქტორი, რომლის განეიტრალებაც დღეს უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს" - გია მურღულია
image

"ნაპოლის" უკანასკნელ თამაშს "ბოლონიასთან" სოციალური ქსელით გამოეხმაურა ფილოლოგიის დოქტორიგია მურღულია:


„მიაქციეთ ყურადღება? - დღეს „ბოლონიასთან“ შეხვედრისას ხვიჩა კვარაცხელიამ ექვსი (აქედან სამი - თითქმის ასპროცენტიანი) საგოლე პასი მისცა თანაგუნდელებს.


ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იყო, რის გამოც მისი თამაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი - 9.0 ქულით შეფასდა, რაც დიდი იშვიათობაა.



ეს ახალგაზრდა უკვე ვარსკვლავია (თუმცა სრულყოფის უზარმაზარი რესურსი აქვს), რომელიც მატჩის შედეგზე ინდივიდუალურ გავლენას ახდენს. ამიტომაც ალაპარაკდნენ გრანდები მის შეძენაზე. "ნაპოლი" უახლოეს მომავალში მას ძალიან მაღალ ფასს დაადებს.


ხვიჩა კვარაცხელია გახდა საფეხბურთო ფაქტორი, რომლის განეიტრალებაც დღეს უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს. ამას ისიც ხელს უწყობს, რომ მას ძალიან გონიერი მწვრთნელი ჰყავს და ზეამბიციურ გუნდში თამაშობს, რომელმაც ზედიზედ 10 თამაში მოიგო.


საქართველოში ფეხბურთი კვლავ ერთ-ერთი ცენტრალური თემა ხდება.
აი, რა შეუძლია თუნდაც ერთი შრომისმოყვარე ტალანტის გამოჩენას.
მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ მსგავსი რამ ყველა სფეროში შეიძლება მოხდეს - საქართველოს ეს შეუძლია.


წარმატება ჩვენს ბიჭს, "ნაპოლის", და, უწინარეს ყოვლისა - საქართველოს ნაკრებს. GO, GEORGIA!“ - წერს მურღულია.


აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ამ ბოლო მატჩში, ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის საპატივცემლოდ ქსოვლის სამაჯური ეკეთა, რომელსაც ეწერა "მარიტა".

image

4
523
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
523
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 ოქტომბერი, 9:49
ვენგერმა თქვა,რომ ინგლისში ერთი სტადიონია,სადაც ძველი ატმოსფერო არის შენარჩუნებული და ეს ენფილდია. გგონია,რომ ძლიერი ხარ და გგონია,რომ დაამარცხებ ლივერპულს,მარა ლივერპულის მაჩანჩალა ფეხბურთელიც მონსტრი ხდება და გეთამაშება ისე,თითქოს უკანასკნელი თამაში იყოს. ლივერპულმა უამრავი კრიზისი გაიარა,სულს ღაფავდნენ,მაგრამ ვერავინ მოახერხა ენფილდზე მათი განადგურება. რაც იუნაიტედს ემართება,ჯერ ლივერპულმა გაანადგურა ტრაფორდზე,მერე სიტიმ,არასოდეს დამართნია ლივერპულს. იქ მათ ვერავინ გაანადგურებს,შეიძლება მოუგო ანგარიში,მარა ფეხების დალეწვად დაგიჯდება. ამიტომ ნაპოლი გასულია ჯგუფიდან და არ ღირს გარისკვად,არც უნდა ათამაშოს მაგ თამაშში კვარა. შიში არ არის ეს,ეს არის სიფრთხილე რაც უნდა გამოიჩინონ. სპალეტი იმედია ამდენს ხვდება და არც ისეთი მაგარი მწვრთნელია,როგორადაც ახასიათებენ. ინგლისის ნაკრებივით კარგად იწყებს,მარა მერე კრიზისი ეწყება. ნაპოლის ძალას ვნახავთ მაშინ,თუ 3-4 სასტარტო კაცის გარეშეც ესე ფერიულად ითამაშებს. შეხედეთ მილანს,ნახევარი გუნდი გატრავმული ყავს და მაინც ახერხებს ქულების აღებას,ეს არის საჩემპიონო გუნდი. ჩემპიონობას სჭირდება ძალის გადანაწილება და ბალანსი,რაც ნაპოლის არ აქვს.
2022, 18 ოქტომბერი, 9:40
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი,გაზვიადება გვიყვარს ქართველებს და არადეკვატურ გამოხტომებს ვაწვებით. ყველას გვინდა რომ ხვიჩა მართლას იყოს ის ლიდერი,ვინც ნაპოლის და ჩვენს ნაკრებს წარმატებას მოუტანს,მარა ეგრე არ ხდება,ყველაფერი უფრო რთულად არის. ხვიჩა ახლა გამოჩნდა ევროპაში და გუნდებს უჭირთ გადაწყობა მის ტექნიკაზე,ერთ დღესაც გადაეწყობიან და ჯიბეში ჩაისვავენ. ეს რო არ მოხდეს,უნდა იმუშაოს ბევრი თავის თავზე და განვითარდეს,ხოლო მურღულიას მსგავსი არადეკვატურობა არ ეხმარება,არც ის აჟიოტაჟი რაც ქვეყანაშია. სწორი შეფასება უნდა იყოს დადებული და არა ფანატიზმი. ლივერპულის დაცვა ათრია კვარა,რაც სასიხარულოა და ის მცველი ისევ გაციებას მკურნალობს ისე ჩაუქოროლა,მარა ეს ერთი თამაში იყო. ამ ერთი თამაშის არ უნდა ატეხოთ არაადეკვატური აჟიოტაჟი. ჰალანდსაც მხეცად მოიხსენიებდნენ,ყველა თამაშში გოლებს ყრიდა,მაგრამ რა მოხდა ენფილდზე,ჯიბეში ჩაისვეს ეგ ჰალანდი. ეს გააკეთა იმ გაციებულმა მცველმა,რომელიც ლივერპულის მესამე არჩევანია. გუშინ დაიდო ინფო,თურმე ლივერპული არის დაუმარცხებელი ენფილდზე იმ დღიდან,რაც დეიკი მივიდა გუნდში. კომენტარებს გადახვედე და იბუქებიან ქართველები,კვარა დაუმთავრებს ამ სტატისტიკას თურმე :) ჯერ დაუმთავროს და მერე დაიქადნეთ. ენფილდი არც აიბროქსია და არც კრუიფ არენა,მაგ სტადიონზე საოცრებები ხდება და მანდ მხოლოდ გუნდს არ ეთამაშები. ზეწოლა ხდება იქიდან,როცა ფეხს დადგავ აეროპორტში და სანამ არ გახვალ ქალაქიდან ეგრეა. იქ შეიძლება არ დაგაძინონ,ქვები გესროლონ და სტადიონი დაგამხონ თავზე,ამისთვის მზად არავინ არის. ამიტომ არასოწრი მოლოდინები არ ეხმარება კვარას. ენფილდზე მესი დაეცა და ბევრი მანამდე,ხოდა არ გვინდა უაზრობის კორიანტელი.
2022, 18 ოქტომბერი, 9:29
სინამდვილეში ნაპოლი არ არის ზე ამბიციური გუნდი,ერთი ლუზერი გუნდია,რომელმაც წარმატებას მხოლოდ დიეგოს დროს მიაღწია,თან ისეთს ვერა როგორიც ქვია ნამდვილი წამრატება,უეფას თასი და სერია ა. თან უეფას თასი მაშინ მესამე ტურნირი იყო,თასების მფლობელთა თასი უფრო პრესტიჟული იყო და სუპერთასეც ვერ გადიოდა უეფას გამარჯვებული. სუპერ თასს ათამაშებდნენ თასების მფლობელთა თასის და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულებს შორის. 1981 წელს,უნდა ყოფილიყო დინამო ლივერპული,მარა არ იყო. მიზეზს ასახელებენ,თურმე ლივერპულს შეშინდა დინამოსი :) ლივერპული მაგ პერიოდში იყო მონსტრი გუნდი,შენკლის და შემდეგში პეისლის ბიჭებს არავისი ეშინოდათ,მით უფრო დინამოსი. დინამომ მოუგო ლივერპულს,მაგრამ ეგ ერთი თამაში იყო,რაც არაფერს ნიშნავს. ეგრე ბარსამაც მოუგო 3-0 ლივერპულს,მარა ლიგა ლივერპულმა მოიგო. ერთი თამაშის მოგება ყველას შეუძლია,2009 წელს,ჰერკულესმა მოუგო ბარსას 2-0,ბარსამ ტრიპლეტი მოიგო,ხოლო ჰერკულესი გავარდა ლალიგიდან.
0 1 4