x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ამჯერად ვეღარ გაპატიებს ცოდვას "შენი" თბილისი კახი" - ია ფარულავა კახა კალაძეს

image


მსახიობი და სკანდალური ტელეწამყვანი ია ფარულავა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას პირად გვერდზე ეხმაურება და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს:


"ამჯერად ვეღარ გაპატიებს ცოდვას "შენი" თბილისი - გადადექი კახი!!! ნუ გეშინია ბიძინასი...." - წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს განახლებულ ვაკის პარკში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. წინა დღით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ ზარ - ზეიმით გახსნილ შადრევანში ბავშვებს თამაშისას ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ, თუმცა სამივე მათგანს ადგილზე დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელიც ჩაყვა.


სამივე მათგანი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის მარიტა მეფარიშილი ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 წლის ლაზარე და ანდრია კი უკვე გამოჯანმრთელდნენ და ისინი ექიმებმა კლინიკიდან გაწერეს.


ცნობისთვის, "გრინსერვის პლუსის" დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მისი თქმით, აუზში ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი უცხოელი სპეციალისტისა და ექსპერტების მიერ იქნა შემოწმებული. ვაკის პარკის ტრაგედიას ამ დრომდე პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს.

0
566
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
566