x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კალაძის მაგივრად გადადგა" - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი სანაკოევის თანამდებობიდან გადადგომას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმაურება და წერს:


"კალაძის მაგივრად დიმიტრი სანაკოევი გადადგა. არ მკითხოთ ვინ არის." - ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, რომელიც პოსტს 2006 წლიდან იკავებდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 11 ოქტომბერს დაწერა. სანაკოევის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე.







0
1344
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1344