საზოგადოება "საქართველოში მოძალადე კაცები არ იქნებოდნენ, ქალები რომ იყვნენ კარგები" - იუნა შაფათავა 2022, 15 ოქტომბერი, 17:32
აშშ-ში მცხოვრებ ცნობილ ტელესახეს იუნა შაფათავას მიაჩნია, რომ საქართველოში მოძალადე და უვარგისი კაცების ჩამოყალიბება თავად ქალების ხელშეწყობით ხდება და ამის გამო გარკვეულწილად თავად ქალები არიან ცუდები.
"სამწუხარო რეალობა არის ის, რომ საქართველო არ იქნებოდა მოძალადე, უვარგისი, არა ჯენტლმენი, არარაობა კაცების და ნული პოლიტიკოსების ქვეყანა, ქალები რომ ყოფილიყვნენ კარგები.. ქალები გვყავს მოძალადეები, მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად ბევრთან, ქალები გვყავს ბნელი, კეკელკა, ზარმაცი, არა მომთხოვნი, მსხვერპლშემწირველი… იტყვი რაღაცას, კაცი გისმენს, ცდილობს, ისწავლოს და ქალი ‘გძირავს’, სწყინს სიმართლე… ქალია მოძალადე, ქალია შეუგნებელი და ბნელი. ქალი პროვოცირებს ძალადობას, თავისი უმეცრებით, გაუნათლებლობის და სიბნელის კლიშეებით, სიჯიუტით, შეუგნებლობით. სანამ ქალების თვითშეგნება და საკუთარი თავის პატივისცემა და შინაგანი კულტურის დონე არ აიწევს (და იძახეთ ახლა- დედოფალი ვარ! არ ხართ, არა, კაცის მოსამსახურეები ხართ შინაგანად და ბოროტები ხართ), არაფერი გამოვა. ამიტომაც ეს პატრიარქატი იქ არ მთავრდება. მოგწონთ ეს მსხვერპლი მოსამსახურე კაცის მონა ქალის როლი და მორჩა. ოღონდ კაცი გყავდეთ გვერდით. როგორი- მნიშვნელობა არ აქვს. არ შეიძლება ასე, არა."-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა. 82 2-ს მოსწონს 1-ს არა
|