x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ დედამიწა, შეიძლება ჩვენი სამშობლო არ იყოს და ამ პლანეტაზე, უცხოპლანეტელები ვიყოთ?

კაცობრიობის წარმოშობის საკითხი, პლანეტა დედამიწაზე, დღემდე ღიად რჩება და შესაბამისად, არაერთი თეორია არსებობს:

მაგ., ამერიკელი ეკოლოგი ელის სილვერი თავის წიგნში – «ადამიანები დედამიწიდან არ არიან: მტკიცებულებების მეცნიერული შეფასება», ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტის მიხედვით, ადამიანი მიწიერი ევოლუციის პროდუქტი არ არის და რომ, კაცობრიობის წარმოშობა, სამყაროს სხვა კუთხეში მოხდა. ხოლო, მოგვიანებით, სიცოცხლის ეს ფორმა დედამიწაზე გადმოვიდა.


image


მეცნიერთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ჩვენ მარსელების შთამომავლები ვართ... და ეს რომ ასეა, ამაზე შემდეგი ფაქტები მეტყველებს:

* მზიდან დაშორება (ადამიანი ცუდად იტანს მზის სხივებს (დამწვრობა, პიგმენტაცია და ა. შ) და მარსზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები რომ იყოს, მასზე ცხოვრება ჩვენთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა).
* მარსზე დღე–ღამის ხანგრძლივობა – 24 სთ. და 37 წთ-ია (მეცნიერებმა ადამიანის სხეულის ციკლური მუშაობა შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანისთვის ოპტიმალური, 25 საათიანი დღე–ღამის ციკლია).
* მარსის გრავიტაცია, დედამიწის გრავიტაციის, მხოლოდ 38% შეადგენს (კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ჩვენ, დაბალი გრავიტაციის პლანეტა უფრო მოგვიხდებოდა).

იმაზე, რომ შორეულ წარსულში, კოსმოსთან კავშირი გვქონდა, გამოქვაბულების ნახატების სიუჟეტები და კლდეზე შესრულებული უძველესი ნახატები მიუთითებს – ყველგან, ყველა კონტინენტზე, კოსმოსური ხომალდების და კოსმონავტის კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანების გამოსახულება გვხვდება.


image


გარდა ამისა, უძველეს მითებში და ლეგენდებში, ადამიანის დედამიწაზე გამოჩენა სწორედ ზეცას უკავშირდება. მაგ., ჰუტუს და ტუტსის აფრიკულ ტომებში თვლიან, რომ პირველი ადამიანი დედამიწაზე, მეუღლესთან ერთად, ციდან ჩამოვიდა.

იაპონურ ლეგენდები კი ამტკიცებენ, რომ პირველი ადამიანები – ღრუბლების ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
ბევრი უჩვეულო ფაქტი მიუთითებს, კაცობრიობის არამიწიერ წარმოშობაზე. თუმცა, ამ თეორიებისთვის, დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.


რაც შეეხება ჩვენს ისტორიულ სამშობლოს, ის დღეს ცივი და უსიცოცხლოა. მაგრამ, დიდი ხნის წინ, ეს პლანეტა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მარსზე მდინარეები მიედინებოდა, იყო ხეობები და ტბები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, წითელი პლანეტიდან მიღებული ფოტო და ვიდეო მასალების და ასევე, მარსის გრუნტის და განსაკუთრებით, მისი სამხრეთით არსებული რელიეფის გაანალიზების შემდეგ.

მეცნიერთა გაანგარიშებით, მარსზე ჰაერის საშუალო ტემპერატურაა, ამჟამად -60 °С–ია, რაც წყლისთვის ძალიან დაბალია. მაგრამ, ყოველთვის ასე არ იყო... მილიონობით წლის წინ, წითელი პლანეტის კლიმატი გაცილებით კომფორტული იყო და საშუალო ტემპერატურა +20 °С–ის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, მარსზე წყალი იყო. და არა უბრალოდ წყალი. მის ზედაპირზე დიდი მდინარეები მიედინებოდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* დედამიწის ყველაზე უცნაური მკვიდრი

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* 10 მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ



0
1497
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0