x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გადადგეს" - ირაკლი ოქრუაშვილი კახა კალაძეზე

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და თვლის რომ დედაქალაქის მერი აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ არ უნდა გადადგეს, ვინაიდან მისი თქმით, საზოგადოება მსგავსი ადამიანებისგან ასეთ ადექვატურ დამოკიდებულებას არ იმსახურებს და მეორეც, კალაძემ ეს ტვირთი და ტრაგედია მთელი ცხოვრება მისი ორი ავტოგოლივით უნდა ატაროს:


"მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უნდა გადადგეს, ერთი იმიტომ რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება არ ვიმსახურებთ ეგეთ ადექვატურ დამოკიდებულებას მსგავსი ხალხისგან და მეორე, იმიტომ რომ მან, ეგ ტვირთი და ტრაგედია/ტკივილი, იმ ორი ავტოგოლივით უნდა ატაროს მთელი ცხოვრება, რადგან მისი ტვირთი და პასუხისმგებლობა არ ესმის.


რამდენი ადამიანია გარდაცვლილი და დასახიჩრებული ჭავჭავაძეზე მისი ხუშტურებით შეცვლილი მოძრაობის შედეგად, ის არ დაგავიწყდეთ.


დღეს პირველად, ბევრი მოვინდომე საკუთარი შვილებისთვის რომ მომეტყუებინა, თუ რატომ არ უნდა წამეყვანა სკოლაში ვაკის პარკის გავლით." - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, განახლებულ ვაკის პარკში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 12 ოქტომბერს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ ზარ - ზეიმით გახსნილ შადრევანში ბავშვებს თამაშისას ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ, თუმცა სამივე მათგანს ადგილზე დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელიც ჩაყვა.


სამივე მათგანი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა. "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პოლიციამ კომპანია "გრინ სერვისის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე დააკავა, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ ჩაატარა შადრევნის სარემონტო სამუშაოები.



0
544
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
544