სხვა ებრაელი მათხოვრები 2012, 10 აპრილი, 1:15 მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ერთმანეთის პირდაპირ ორი მათხოვარი ზის. ერთს მკერდზე აწერია: "დაეხმარეთ საბრალო რუსს!", მეორეს - "დაეხმარეთ საწყალ ებრაელს". ყველა გამვლელი, ცხადია, მეორის ჯინაზე პირველს უყრის ფულს. გამვლელი შეჩერდა და ეუბნება მეორეს: - კი მაგრამ, ებრაელიო რომ დაგიწერია, ფულს შენ ვინ მოგცემს! სულაც ნუ დაიწერდი ნურაფერს. ან შენც დაიწერე ვითომ რუსი ხარ. - ჰოო... რა ვიცი აბა... - თავს აქნევს ებრაელი ნაღვლიანად, და როგორც კი დროს იხელთებს, პირველ მათხოვარს თვალს უკრავს: - გესმის, მოშე? ეს დებილი ჩვენ კომერციას გვასწავლის! 133 შეფასება არ არის
|