x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომლებიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

გალილეო გალილეი (1564 – 1642 წწ.) — დიდი იტალიელი ფიზიკოსი, ინჟინერი, ასტრონომი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი იყო, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებაზე.


image


ის — ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ციურ სხეულებზე დაკვირვებისას, თვითნაკეთი ტელესკოპი გამოიყენა, რამაც მას, მრავალი მნიშვნელოვანი ასტრონომიული აღმოჩენის საშუალება მისცა.

აქ ამ უდიდესი მეცნიერის 10 ღრმაშინაარსიან გამონათქვამს გთავაზობთ, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ:


სამყაროს ღვთაებრივი შექმნის შესახებ
მათემატიკა არის ენა, რომლითაც ღმერთმა სამყარო "დაწერა". სამყაროს გასაგებად, ის ენა უნდა გვესმოდეს, რომელზეც ის არის დაწერილი, — ანუ, მათემატიკის ენა.


მნიშვნელოვანი უნარის შესახებ
ჰუმანურობისთვის, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, ამ ფრაზის სათქმელად:

"მე არ ვიცი".


ჭკვიანებსა და სულელებზე
არიან ისეთები, ვინც კარგად მსჯელობს. მაგრამ ისინი, ბევრად ცოტანი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ცუდად მსჯელობს.


სიბრძნეზე
უდიდესი სიბრძნე — საკუთარი თავის შეცნობაა.


გრძნობების და გონების შესახებ
იქ, სადაც გრძნობა გვღალატობს, — გონება უნდა ჩავრთოთ.


წარმოუდგენელი შესაძლებლობის შესახებ
უსაზღვროდ გაოცებული და მადლიერი ვარ ღმერთის, რომელმაც სამყაროს საოცარ მოვლენებზე, პირველი დამკვირვებელი გამხადა (გულისხმობს მის მიერ ტელესკოპში დანახულ ციურ სხეულებს, რომელიც მანამდე არავის ჰქონდა ნანახი, რედ.).


მტკიცებულებების შესახებ
ეჭვგარეშეა, საზიანოა ერესად (მორწმუნეებისთვის: გადახრა დომინანტური რელიგიის ნორმებიდან, ეწინააღმდეგება საეკლესიო დოგმებს, რედ.) მივიჩნიოთ ის, რაც დადასტურებულია.


მათემატიკაზე
მათემატიკა — მეცნიერების სამყაროს კარი და გასაღები არის.


სისულელეზე
ბოლოს და ბოლოს, ჩემმა დაკვირვებებმა იმაში დამარწმუნა, რომ როდესაც ადამიანები უაზროდ მსჯელობენ, ისინი ჯერ გონებაში ინერგავენ რაღაც დასკვნებს, რომელიც მათ ან იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვისაც მთლიანად ენდობიან... და ეს დასკვნა მათზე ისეთ გავლენას ახდენს, რომ მისი თავიდან მოცილება, უკვე შეუძლებელია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულელებს იმის სჯერათ, რისი დაჯერებაც უნდათ და ჭეშმარიტება, საერთოდ არ აინტერესებთ.


პიროვნების შესახებ
მეცნიერების საკითხებში, 1000 მეცნიერის ავტორიტეტი იმდენი არ ღირს, რაც ერთი ჩვეულებრივი პიროვნების მოკრძალებული მსჯელობა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* ველური ბუნების 5 ყველაზე პატარა წარმომადგენელი

* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო

* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* 10 მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ



2
1616
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1616
  
2022, 15 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2