სადაც სერ ალექს ფერგიუსონია, იქ მუდამ ხმაურიცაა. სადაც "მანჩესტერ იუნაიტედია", იქ აუცილებლად მსაჯობაზეც საუბრობენ. ამჯერად ხმაური "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში დანიშნულ საეჭვო თერთმეტმეტრიანზე მოჰყვა, რომელმაც ფერგიუსონის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
"ლივერპული" მიმდინარე სეზონში გაცილებით სიმპათიურად გამოიყურება უფრო ზლიერ გუნდებთან, ვიდრე საშუალოებთან ან სულაც აუტსაიდერებთან. ეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამაც დაადასტურა. ლივერპულელებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამი ქულა სტუმრებს დარჩათ. "ჩემი შეგირდები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და არ დაუმსახურებიათ ის შედეგი, რაც მივიღეთ. მსაჯთა გადაწყვეტილებები ის სფეროა, რომლის კონტროლიც ჩვენ არ შეგვიძლია", - დაიწუწუნა ფინალური სასყვენის შემდეგ ლივერპულელთა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა.
სადავო 11-მეტრიანი "მანჩესტერის" უღიმღამო თამაშიც დაერთო და ამან კიდევ უფრო გაზარდა იმათი ემოცია, ვინც სტუმრების დაუმსახურებელ მოგებაზე საუბრობდა. მატჩის არბიტრმა მარკ ჰალსლიმ სტუმრებს რიცხობრივი უპირატესობა მიანიჭა, როცა მოედნიდან შელვი გააძევა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში წითელი ბარათი სავსებით სამართლიანად აფრიალდა.
კვანძი მატჩის მიწურულს გაიხსნა, როცა არბიტრი ჰალსლი ვალენსიას ბანალურ სიმულაციაზე წამოეგო. მანჩესტერელთა სასარგებლოდ მსაჯების შეცდომები არავის უკვირს. გასაოცარი მხოლოდ ის იყო, რომ ჰალსლიმ ეს შესანიშნავად მოთამაშე "ლივერპულს" ჰილსბროს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გაუკეთა.
იუნაიტედმა დამსახურებულად გაიმარჯვა!
არსენალმა სამწუხაროდ 8:2 ვერ დაივიწყა!