x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინგლისელი მსახიობის ძმა გაურკვევლი მიზეზით 31 წლის ასაკში გარდაიცვალა
image

მარტინა მაკაჩეონმა გაამხილა, რომ მისი ძმა 31 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, ყოველგვარი სამედიცინო ახსნა-განმარტების გარეშე.


გულდამძიმებულმა 46 წლის ტელევარსკვლავმა ინსტაგრამზე სამშაბათს გაამხილა, რომ მისი ერთადერთი ძმა ლოურენს ჯონი, იგივე LJ, სრულიად მოულოდნელად ორი კვირის წინ გარდაიცვალა.

მისი თქმით, ვებსაიტის დიზაინერი თავის საცოლეს ჯეი იტონზე უნდა დაქორწინებულიყო ერთ თვეში, ხოლო თავად მარტინა, რომელიც მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ძმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა.



”არ არსებობს სამედიცინო ახსნა, თუ რატომ გამოგვეცალა ხელიდან იგი ასე მალე და სანამ ჩვენ ვიძიებთ შემდგომ მიზეზებს, უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენს ბიჭს არაფერი დაგვიბრუნებს."


"ლ.ჯ. (ლოურენს ჯონი) დაიბადა, როცა 15 წლის ვიყავი და იმ მომენტიდან, როცა პირველად ავიყვანე ხელში, საოცარ სიამაყეს ვგრძობდი და გააფთრებით ვიცავდი მას. ასეთი პერსონაჟი იყო ის!

იგი ყველას გვამხიარულებდა და უყვარდა წინასწარ გეგმის შედგენა, ხალხის შეკრება და საერთოდ უყვარდა სიცილი."-იხსენებს მარტინა მაკაჩეონე.

image


ინგლისელი მსახიობი, მომღერალი, ტელესახე და რადიო წამყვანი მარტინა მაკარტჩენი უპირველეს ყოვლისა ცნობილი გახდა ნატალის როლით ფილმში "რეალური სიყვარული".

ელიზა დულიტლის როლისთვის მიუზიკლში "ჩემს მშვენიერი ლედი", მაკაჩენმა 2002 წელს მიიღო ლოურენს ოლივიეს ჯილდო "საუკეთესო მსახიობი ქალისთვის".

აგრეთვე მან გამოუშვა სამი მუსიკალური ალბომი, რომელთაგან პირველმა "You Me & Us" პლატინის სტატუსი შეიძინა მშობლიურ ინგლისში.


0
282
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0