კულტურა "როგორც საშინელებათა ფილმშია" - დიანა ღურწკაიას უსათვალოდ გადაღებულ ფოტოებზე აზრი ორად გაიყო 2022, 11 ოქტომბერი, 16:16 როგორც წესი, პოპ-მომღერალი საზოგადოებაში მუქი სათვალეებით ჩნდება, მაგრამ ამჯერად მან შეიცვალა იმიჯი. რეაქცია ღურწკაიას ცვლილებებზე ინტერნეტში ორაზროვანი იყო: ზოგი წერდა რომ "ლამაზია", ზოგი "საშინელებაა". 44 წლის მომღერალი დიანა ღურწკაია, ძალზე იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში მისი ჩვეულებრივი აქსესუარის - შავი სათვალის გარეშე, რომელიც თვალებს უმალავს. ამიტომ, ყველა ის იშვიათი სურათი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი სათვალეების გარეშე ჩნდება, ნამდვილი ექსკლუზივია. ცოტა ხნის წინ, ასეთი უნიკალური ფოტოებმა იმატა: მომღერალი საკუთარ თავს დაუპირისპირა, მოდური მხატვრის, ხვიჩა კვარაცხელიას ობიექტივში საბედისწერო ქალის იმიჯო მოირგო. ფოტოგრაფი ნამუშევრით კმაყოფილია, მოხარულია, რომ რასაც ელოდა, იმაზე მეტი გამოუვიდა. აი, როგორი წარწერა გაუკეთა კვარაცხელიამ სურათებს: „დიანას ყველა იცნობს, როგორც ნაზს, გულწრფელს, მთელი სამყაროსადმი სიყვარულით სავსეს. მინდოდა სხვანაირად მეჩვენებინა: სრულიად განსხვავებული ასპექტები გამომეჩინა, რაც არავის უნახავს. დიდი გამბედაობა გჭირდება გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან და წახვიდე ასეთ გიჟურ ექსპერიმენტზე“. ფოტოსესიაზე დიანამ რამდენიმე ნიმუში წარმოადგინა: აქ არის სინაზეც და ფუტურისტული განწყობაც. ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ სამოსი, არამედ ღურწკაიას გაბედული მაკიაჟი და არტისტისთვის უჩვეულო ვარცხნილობები. თავად ვარსკვლავს ჯერ არ გაუზიარებია ახალი ფოტოები თაყვანისმცემლებისთვის, მაგრამ ყველაზე ერთგულმა ფანებმა ისინი უკვე იპოვეს. და თუ ზოგი აღფრთოვანებულია ღურწკაიას გამბედაობით, სხვები პირიქით, საკმაოდ უსიამოვნო კომენტარებს ტოვებენ. "ესაა კოშმარი, საშინელებათა ფილმიდან, მე მესმის, რომ ის ვერ ხედავს და ვერ შეაფასებს, რომ დაიწუნოს, მაგრამ სად იყურებიან ისინი, ვისაც ენდობა? "ცოტა შემზარავია" "ჩვენ მიჩვეულები ვართ განსხვავებულ დიანას. ეს არ არის დიანა. რომ ხედავდეს, თვითონაც შეეშინდებოდა". "სრულიად გაგიჟდნენ. შარვალი ზოგადად საშინელია, ის უფრო მადონას მოუხდებოდა, თავის ეპატაჟით. ეს რომ დაგესიზმროს, შიშით წამოიყვირებ)))"-წერენ კომენტარებში. თქვენ რას ფიქრობთ? 2290 3-ს მოსწონს
|