x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"საჭურისია - არაფრის თავი არ გააჩნია, ურჩევნია სადმე არ შემხვდეს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწორედ ის ადამიანები კლავენ ვინც "აქციაზე მიშა არ ახსენოთ" ლოზუნგით გამოდის. სწორედ ჭიაბერაშვილის აღნიშნულმა სტატუსმა გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება და ვნებათაღელვა "ტაბულას" დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილში, რომელმაც "ევროპული საქართველოს" ყოფილ ლიდერს საკმაოდ ვრელი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


image


"სანამ ეს სამარცხვინო და ხარბი ლუზერები სააკაშვილზე აცოცების უკანასკნელ იმედს არ დაკარგავენ - არანაირი ცვლილება არ მოხდება.


სანამ არ მიარტყამენ საკუთარ სახე დაკარგულ სახეებს იმ რეალობას, რომ აი ეს სამარცხვინო ქმედება, როდესაც თავად არაფრის თავი არ გაგაჩნია, არცერთი აქცია სააკაშვილისთვის არ დაგიორგანიზებია და ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, ვინც შრომობენ და იმ საკითხებზე აწყობენ აქციებს, რაც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად - ვიღაცის მკვლელობას აბრალებ, მორალურად გასანადგურებელი ხარ როგორც საზოგადოებრივი ფიგურა.


თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს.


ასეთი მატერიალისტი, ცილისმწამებელი, საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები.


დადგეს ჭიაბერაშვილი და მოაწყოს რამდენი აქციაც უნდა - ან იმ ბანდერლოგებს შეუერთდეს.

ვინ დაუშალა? არავინ! მაგრამ საჭურისია - არაფრის თავი არ გააჩნია, ერთადერთი რაც შეუძლია არის თითების გაშვერა სხვებისკენ - როგორც ყველა არარაობას!



მკვლელი ბებიამისია!


ურჩევნია სადმე არ შემხვდეს!


(აი ეს ხუთასამდე ადამიანიც ჭიაბერაშვილისნაირი საზიზღარი საჭურისია - უსაქმური, ცილისწმამებელი მცოცავი, რომელსაც თავად არაფერი შეუძლია და სხვებისთვის მკვლელების წოდებას იწონებს, იმიტომ რომ საკუთარი არარეალისტური ჰალუცინაციები არ შეუსრულდათ).


მართლა მივადგები სადაც ვნახავ - საზოგადოებრივ ადგილას და მოვთხოვ პირისპირ მკვლელის დაძახებას.


მე ვარ ის ადამიანი ვინც ხალხმრავალ აქციებს აწყობს და სააკაშვილს არ ახსენებს, რაც მეტს იძალადებენ ახსენეთო, მით მეტად არ ვახსენებ - ხოდა აი მინდა მითხრას რომ მკვლელი ვარ და მერე მიყუროს მაგ იმპოტენტმა." - წერს ჩერგოლეიშილი.



0
1027
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1027