
თითქმის ორი საუკუნის წინ, ფრანგმა ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსმა გადაიღო პირველი ფოტო, რომელიც დღემდე შემორჩენილია, ხედი ფანჯრიდან ლე გრაში. მას შემდეგ ფოტოგრაფია მტკიცედ შევიდა ადამიანების ცხოვრებაში, რის წყალობითაც დღეს ყველა ისტორიის მოყვარულს შეუძლია დატკბეს ინფორმაციული სურათებით, რომლებიც ნათელს მოჰფენს წარსულს. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები 100 წლის წინ. შესაძლოა, ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენი შთამომავლებიც ინტერესით შეხედავენ 2022 წელს გადაღებულ ფოტოებს და შეიტყობენ რა ხდებოდა ამ პერიოდში.
1. 1920 წლის 13 ივნისს აშშ-ს ფოსტამ გამოაცხადა, რომ ბავშვების ფოსტით გაგზავნა არ შეიძლება.
2. ქალბატონს უჭირავს ხელჯოხი, რომელშიც ალკოჰოლი ასხია, რა თქმ უნდა მშრალი კანონის პერიოდი, 1922 წლის 13 თებერვალი
3. ენცო ფერარი, იტალიელი ავტომექანიკოსი და ინჟინერი, თავის პირველ რბოლაზე. მან მეოთხე ადგილი დაიკავა 1919 წელს.
4. ქურთი გოგონები ატარებენ დოქებით წყალს, 1917 წლის 11 მაისი
5. ალბერტ აინშტაინი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც ისაუბრა ფარდობითობის თეორიაზე და პალესტინის მხარდაჭერაზე, 1921 წლის 2 აპრილი.
6. ჩარლი ჩაპლინი ლონდონში ვიზიტის დროს, სადაც მას ათასობით ადამიანი ხვდება, 1921 წლის 9 სექტემბერი.
7. ავღანეთის პრინცესა ფატიმა, 1921 წელი
8. საბჭოთა პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ვლადიმერ ლენინი და CPSU ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი გორკის მამულში, 1922 წლის სექტემბერი.
9. ჩიკაგოს ფოსტამ თავისი მუშები დააყენა ე. წ. “როლიკებზე" რათა მუშაობისთვის მეტი დრო დაეზოგათ, 1920 წელი.
10. ხუთი მამაკაცი პოზირებს ფოტოს გადასაღებად სახელოსნოს სახურავზე, 1920 წელი
11. კაბარეს მოცეკვავეები ნიუ-იორკის რესტორანში დაადანაშაულეს "უხამსი ტანსაცმლის" ტარებაში და ამორალურ ცეკვაში მონაწილეობაში, 1922 წელი.
12. მსახიობები დუგლას ფერბენქსი და ჩარლი ჩაპლინი ცირკის შემსრულებლებთან ერთად, 1922 წელი
13. 8 წლის ბიჭმა სამუელ რეშევსკიმ ადვილად დაამარცხა აღიარებული მოჭადრაკეები და ატარებდა ერთდროულ სესიებს, ძალიან იშვიათად მარცხებდა, 1920 წელი.
14. სილამაზის ყოველწლიური კონკურსის ოთხი გამარჯვებული, ვაშინგტონი, 1922 წელი
15. ახალგაზრდა ინგლისელი გამომგონებელი მისტერ დეი აჩვენებს 1922 წლის ინოვაციას - პორტატული რადიო ყურსასმენებით
16. ოდრი მენსონი, ამერიკის პირველი სუპერმოდელი, 1922 წელი