განათლება ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში მოწაფემ ჰიტლერის პორტრეტის ჩამოხსნა მოითხოვა, რის გამოც, კინაღამ სკოლიდან გარიცხეს 2022, 9 ოქტომბერი, 12:34 სკანდალი სან-დიეგოს (კალიფორნია) საშუალო სკოლაში მოხდა, სადაც მოწაფემ ებრაული ოჯახიდან სკოლის შენობაში კედელზე სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ჰიტლერის პორტრეტი აღმოაჩინა. ბიჭმა ფოტოს ჩამოხსნა მოითხოვა, რის გამოც კინაღამ სკოლიდან გარიცხეს, წერს NBC. სკოლის მოსწავლე, რომელმაც ერთ-ერთ კლასში, გამოჩენილი პიროვნებების სურათებს შორის ჰიტლერის პორტრეტი აღმოაჩინა, მასწავლებელს მიუახლოვდა კითხვით: "რას აკეთებს აქ მთავარი ნაცისტი, რომლის სინდისზე ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეა?". ბიჭმა მიიღო ამომწურავი პასუხი: -შეიძლება მან რაღაც ცუდი ჩაიდინა, მაგრამ სამაგიეროდ მას ჰქონდა ძლიერი ლიდერის თვისებები“, - განმარტა მასწავლებელმა. მოწაფემ, რომელსაც ოჯახში არაერთხელ გაუგია ჰოლოკოსტისა და ნაცისტების სისასტიკის შესახებ, ითხოვა პორტრეტის მოხსნა, მაგრამ უარი მიიღო. მასწავლებლის თქმით, ჰიტლერს სრული უფლება ჰქონდა ყოფილიყო ძლიერი პიროვნებების გალერეაში. ბიჭმა მომხდარზე სახლში ისაუბრა, შოკში ჩავარდნილმა მამამ კი სკოლაში დარეკა. რა იყო მისი გაკვირვება, როცა დირექტორმა ბოდიშის მოხდის და იმის ნაცვლად, რომ მომხდარ ინციდენტში გაერკვეოდა, უპასუხა, რომ მის ბავშვს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხავდნენ. პრობლემის გადაჭრა მხოლოდ უფლებადამცველი ორგანიზაციისა და სხვა მოსწავლეების მშობლების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პორტრეტი კედლიდან ჩამოხსნეს, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ისევ თავის მოსაზრებაზე დარჩა. 238 4-ს მოსწონს
|