x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ..." - რას წერს ეკო ფანგანი

image


ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლის ეზოში, "საშობაო მეჯლისის" გადაღების დროს გაჩენილი ხანძრის გარშემო გავრცელებულ ცრუ ინფორმციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ "ბოროტ" ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მისი თქმით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ:


"ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ: დადიანების სასახელში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა, ყველაფერი არის ისევ ისე უვნებლად, როგორც იყო. დაიწვა მხოლოდ იმედის კუთვნილი დენის წყარო (გენერატორი).


არც არავინ დაშავებულა და არც არავის ემუქრებოდა რამე.


ასევე, არაფერი ემუქრება და ემუქრებოდა თავად სასახლეს. ჩვენ, ვინც ვიმყოფებით გადაღებაზე, არ ვართ სასახლეში, გადაღებები არის ბაღში.


პ.ს. საბოლოოდ ულამაზეს სანახაობას იხილავთ.


მადლობა ყურადღებისთვის."- წერს ეკო ფანგანი.


შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლის ეზოში ცეცხლი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "საშობაო მეჯლისის" გადაღების დროს სასახლის მიმდებარედ ცეცხლი გენერატორს წაეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლიკვიდირებულია.






0
243
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
243