x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამერიკელმა მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველის კლონი შექმნეს

პირველად მსოფლიოში, ამერიკელმა მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი, შავფეხება ქრცვინის კლონი შექმნეს, რომელსაც ელიზაბეთ ენი დაარქვეს.


image


ელიზაბეთ ენი უკვე რამდენიმე თვის არის და ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი და აქტიური ცხოველია. აღნიშნულ აზრს იზიარებს აშშ–ს თევზის რესურსების და ველური ცხოველების დაცვის სამსახურიც (USFWS). როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ წარმატების ისტორია, გვაახლოებს იმ დღეს, როდესაც კაცობრიობა შეძლებს, თავიდან აიცილოს, გადაშენების პირას მყოფი, სახეობის გაქრობა.

კლონირების ტექნოლოგია ახალი არ არის, მაგრამ მისმა განვითარებამ დღევანდელ დონეზე, ეს მიმართულება, ბუნების გადარჩენის საქმეში, სრულიად სიცოცხლისუნარიან ინსტრუმენტად აქცია.

შედეგის მისაღწევად, USFWS–ის და გარემოს დაცვითი ორგანიზაციის — Revive & Restore–ის მეცნიერები გაერთიანდნენ. მათ ქრცვინის გენები გამოიყენეს, რომელიც 30 წლის წინ მოკვდა და ახალი სიცოცხლე შექმნეს. ელიზაბეთ ენის დედა მოთვინიერებული ცხოველია. მაგრამ, პატარა ქრცვინი ველურივით იქცევა. ამიტომ, მას ლაბორატორიის გარეთ, ველურ გარემოში ადაპტირების და ცხოვრების შანსი აქვს.


image


«ჩვენ შეგვიძლია, მეცნიერების ზოგიერთი მიღწევა, ბუნების დაცვისთვის გამოვიყენოთ და კლონირება — მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ», — აღნიშნა რაიან ფელანმა, Revive & Restore–ის ერთ–ერთმა თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა

ამ არსების დაბადება, შვიდი წლის შრომის შედეგი იყო. მაგრამ, კლონირება არ არის უპრობლემო. დღეს არსებული შავფეხება ქრცვინის ყველა წარმომადგენელი, 7 წინაპრის შთამომავალია და მათი გენეტიკური მსგავსება, ცხოველებს დაავადებისადმი მიდრეკილებას ხდის. სამწუხაროდ, კლონირების ტექნოლოგიას, ჯერ არ შეუძლია, ისეთი ცვალებადობის შეტანა, რაც ველურ ბუნებაში, ცხოველების გადარჩენის შანსებს გაზრდიდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ სძინავთ კატებს ასე დიდ ხანს?



0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0