x
image
ზანგო
შპროტი ფენოვან ცომში

ეს საკმაოდ უჩვეულო წასახემსებელი შეგიძლიათ, ლუდზე მისაყოლებლად გამოიყენოთ ან საუზმეზე მიირთვათ.

საჭირო მასალა:

300 გრ ფენოვანი ცომი
1 ცალი შპროტის კონსერვი
150 გრ მაგარი ყველი
1 ცალი კვერცხი

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ოთხკუთხედებად. თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ გახეხილი ყველი და ცენტრში დადეთ 1 ცალი თევზი. თუ შპროტი პატარაა, შეგიძლიათ 2 ცალიც დადოთ. კუთხეები ამოუკეცეთ და ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხი. შეგიძლიათ მოაყაროთ სეზამის მარცვლები.

გამოსაცხობად შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით. გადმოღების შემდეგ გააცივეთ და ისე მიირთვით.image

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0