საქართველო
"გაუგონარი ამბავია, ასეთი მთხლე ხელმძღვანელობდეს..." - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2022, 8 ოქტომბერი, 16:21
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის "Credit Suisse"-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პირად გვერდზე ეხმაურება და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს "მთხლეს" უწოდებს:
"გაუგონარი ამბავია, რომ ასეთი მთხლე ხელმძღვანელობდეს პარლამენტის საგარეო კომიტეტს." - წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიულ ბანკსა და "ქართული ოცნების" ლიდერს შორის მიმდინარე დავას "გაუგონარი ამბავი" უწოდა:
"სასამართლო პროცესი აჩვენებს, რომ მომგებიანი პოზიცია აქვს ივანიშვილის მხარეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება ისე, როგორც ამას იმსახურებენ ამ საქმის მონაწილენი. გაუგონარი ამბავია, როდესაც ადამიანს არ აძლევენ წვდომას საკუთარ ფინანსებზე", - განაცხადა სამხარაძემ.