x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკრიანაში აიკრძალა რუსული მუსიკა..თუმცა მხოლოდ 1991 წლის შემდეგ შექმნილი
image

უმაღლესმა რადამ აკრძალა რუსული მუსიკის დაკვრა საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში.


უკრაინაში ამიერიდან აკრძალულია რუსული მუსიკის დაკვრა საზოგადოებრივ ადგილებში. ამის შესახებ უზენაესი რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტი სოციალურ ქსელში იტყობინება.


ეროვნული მუსიკალური პროდუქტის მხარდაჭერისა და „აგრესორი სახელმწიფოს მუსიკალური პროდუქტის საჯარო გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ კანონი ძალაში დღეს, 7 ოქტომბერს შევიდა.


დოკუმენტის მიხედვით, სამგზავრო ტრანსპორტში „აკუსტიკური ძალადობა“ აკრძალულია. აღნიშნულია, რომ ნორმა ვრცელდება არა მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტზე, არამედ საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზეც.


ამის გარდა ზუსტდება, რომ მაუწყებლობის აკრძალვა ძირითადად ტელევიზიასა და რადიოს ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვა ეხება იმ რუსი შემსრულებლების სიმღერებს, რომლებიც იყვნენ ან არიან 1991 წლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები, რომელიც უკრაინაში აგრესორ სახელმწიფოდ არის აღიარებული.ასე, რომ კომუნისტების დროინდელი შლაგერების მოსმენა შეიძლება.


გარდა ამისა, კანონი კრძალავს რუსი შემსრულებლების გასტროლებს უკრაინაში.


ჯერჯერობით უცნობია, უკრაინა მარტო მუსიკის აკრძალვით შემოიფარგლება თუ, მომავლაში აკრძალავს რუსულ ფილმებს, წიგნებს და კულტურის სხვა პროდუქციას.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0