საქართველო "ეს არარაობა, გგონიათ სააკაშვილზე დარდობს? "- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 7 ოქტომბერი, 10:01 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "არარაობას" უწოდებს:"ეს არარაობა, გგონიათ სააკაშვილზე დარდობს?სააკაშვილზე რომ დარდობდეს, ხომ უბრალოდ ადგებოდა, და დააორგანიზებდა აქციებს მიშას გასათავისუფლებლად? თუ იცის რომ ხსნის გზა ეგაა, ადგებოდა და გააკეთებდა თვითონ არა?რეალურად, იცის, რომ ვერანაირი აქცია ვერ კეთდება და მელია არაფერ შუაშია. (მელია მხოლოდ იმ შუაშია, რომ თვითონ იქცეოდა ჭიაბერაშვილივით სხვების გასაწევად და ახლა თვითონ იმკის).რეალურად, მიშას ღალატში მხილების გზით, სხვის გაწევას და თვითონ შეძრომას ცდილობს.თვითგადარჩენის რეჟიმშია და ხუთიანში შესატენად იბრძვის, რომ 2024 წელს, ზომბი პარტიის სიაში მოხვდეს და პარლამენტში შევიდეს.ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კეზერაშვილი მელიას გაწევს.ამიტომ მიშას სახელით ღალატში ამხელს სხვებს, რომ იმათი ადგილი დაიკავოს.ასეთი უბადრუკია2021 წლის თებერვალში, როდესაც გიგას წინააღმდეგ, კეზერაშვილის დაფინანსებული სპეცოპერაცია დაიწყო, ამან დაწერა რაღაც ფარისევლობა, როგორ მიდის პარტიიდან და პოლიტიკაში გზას ახალგაზრდებს უთმობს.ამის შემდეგ, გაირკვა რომ გიგა პარტიაში რჩება, არსად მიდის და პოლიტსაბჭო დანიშნაჭიაბერაშვილი დაიბარეს გივი თარგამაძის სახლში, აკაჩავეს.ამის შემდეგ უკვე წასული ჭიაბერაშვილი, გამოცხადდა პოლიტსაბჭოზე და ყვიროდა, მე წავალ იცოდეთ, ბოკერია თუ არ წავაო - უკვე წასული იყო.ასეთი არარაობები არიან.შეგიძლიათ ეს ისტორიები შვილებს მოუყვეთ ხოლმე, რომ ასეთი სამარცხვინოები არ გახდნენ.მე, ჩემდათავად, ყველაფერს ვიზამ რომ ამ არარაობებმა საკუთარი ოჯახის გარდა, ვერაფრის ბედი ვერ გადაწყვიტონ.სანამ ეს ნაგავია ალტერნატივა, ქვეყანას პუტინისტური რეჟიმი ეყოლება." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეშვილი და ჭიაბერაშვილის ზემოაღნიშულ სტატუსს აზიარებს.942 შეფასება არ არის |