x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
უმძიმესი დანაკარგები რუსეთისთვის: უკრაინელებმა გასულ 24 საათში 330 ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის ომში რუსეთი სულ უფრო კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის. მაგრამ გასული 24 საათის დანაკარგები ამ ფონზეც კი რეკორდული იყო. უკრაინული მხარის ცნობით, მათ მრავალი ირანული კამიკაძე-დრონი გამოიყვანეს მწყობრიდან (ცნობისათვის, ირანმა დაახლოებით ერთი თვის წინ რუსეთს “შაჰედ 136”-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მთელი წყება გაუგზავნა, რასაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს) და ფიზიკურად გაანადგურეს 330 რუსი ოკუპანტი, რაც მართლაც სარეკორდო რიცხვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.


გარდა ცოცხალი ძალისა და დრონებისა, უკრაინის არმიამ ბოლო საათების მანძილზე ააფეთქა მტრის 14 ტანკი, არტილერიის 10 სისტემა და 26 დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალება.


ამრიგად, ჯამურად რუსული არმიის დანაკარგებმა ცოცხალი ძალის სახით უკვე შეადგინა 61, 330 ჯარისკაცი. ჩამოგდებულია ოკუპანტების 266 თვითმფრინავი და 232 შვეულმფრენი. განადგურებულია 2449 ტანკი და 5064 ჯავშანმანქანა.


უკრაინა

4
321
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
321
  
2022, 18 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4