ინტერნეტი რომ სახიფათოა პირადი მონაცემების და ინტიმური ცხოვრების დეტალების დაცვის თვალსაზრისით, ყველასათვის ცნობილი ფაქტია. თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უცხო პირებს ზედმეტად ენდობიან. ასე დაემართა იმ 33 დაზარალებულს, რომლებიც გამომძალველების ბანდამ გერმანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში დააშანტაჟა და რომლებსაც მთლიანობაში 300, 000 ევრო გამოსძალა.
ბანდა 2019 წლიდან, ანუ მთელი 3 წლის მანძილზე მოქმედებდა. მისი წევრი ქალები Tinder-ის მეშვეობით სწერდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლებს, რომ მათი გაცნობა სურდათ და შემდეგ მათ წინაშე ვიდეოჩათში შიშვლდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მამაკაცები მათი მხრივ შიშვლდებოდნენ და ქალებთან კიბერსექსით კავდებოდნენ, ამ ყველაფერს გამომძალველები ჩუმად იწერდნენ და შემდეგ იწყებოდა შანტაჟი. გამომძალველები მსხვერპლებს სთხოვდნენ ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
ბოლოს ბანდის ნაწილი ქალაქ ვიურცბურგის და ბავარიის მხარის კიბერნეტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში იქნა აყვანილი. ბანდის ყველა წევრის დაკავება ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა ასევე ფულის ამოღებაც. ფულიც და ბანდის მეთაურებიც ევროპაში არ იმყოფებიან. ისინი სპილოს ძვლის ნაპირის მაცხოვრებლები არიან და როგორც ირკვევა, გერმანიაში მცხოვრები ქალები ფულს და მსხვერპლი მამაკაცების პირად მონაცემებს სწორედ მათ უგზავნიდნენ.
![სექსი სექსი](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202210/2022100608474084409.jpg)