x
მეტი
  • 04.12.2022
  • სტატია:124102
  • ვიდეო:355518
  • სურათი:496733
„გიგაზე რომ ვიქორწინე და კატოსთან ერთად საქართველოში გადმოვედი, შვილთან დამეწყო კონფლიქტი..." - თამარ ჩერგოლეიშვილი
image

.

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, როცა გიგა ბო­კე­რი­ა­ზე იქორ­წი­ნა. რო­გორც ჰყვე­ბა, მა­შინ სტრას­ბურ­გში ცხოვ­რობ­და, შვილ­თან ერ­თად.

.


გი­გა­ზე ქორ­წი­ნე­ბა რომ გა­დავ­წყვი­ტე, სტრას­ბურ­გში ვცხოვ­რობ­დი. კა­ტოც იქ სწავ­ლობ­და ცხა­დია. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოვ­დი­ო­დი (სამ­სა­ხუ­რი­დან მი­სი­ით წა­მო­ვე­დი), კა­ტოც თან წა­მო­ვიყ­ვა­ნე იქა­უ­რი სკო­ლი­დან და აქა­ურ სკო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნე - 10 წლის იყო. კატო ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი იყო, საღი, გო­ნი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი და წე­სი­ე­რი. მაგ­რამ ჩა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, კონ­ფლიქ­ტე­ბი დაგ­ვე­წყო.

.

მდი­და­რი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის მქონ­და, რაც კა­ტოს შე­იძ­ლე­ბა მო­სურ­ვე­ბო­და - კარ­გი ეცვა, კარ­გს ჭამ­და, კარ­გს სვამ­და, კარ­გით თა­მა­შობ­და. მაგ­რამ არა­სო­დეს ბრენ­დე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი, მან­ქა­ნა არ გა­ურ­ჩე­ვია, ისე იცხოვ­რა სტრას­ბურ­გში 7 წელი, აზ­რზე არ იყო რა ბრენ­დის ტან­საც­მე­ლი ეცვა, ან რა მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი.

.
ჩა­მო­ვე­დით და ბავ­შვმა უცებ და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, ვის რა ბრენ­დის ტე­ლე­ფო­ნი უჭი­რავს, რა ბრენ­დის ტან­საც­მე­ლი აც­ვია. მეთ­ქი, - კატო, რა გო­ი­მო­ბას სჩა­დი­ხარ? კარ­გი ხა­რის­ხის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, მაგ­რამ კარ­გია იქამ­დე, სა­ნამ შენ მო­იხ­მარ. თუ თა­ვად გიხ­მა­რა, გა­ფიქ­რა, გაწ­ვა­ლა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი­დან დრო წა­გარ­თვა - ეგრე არ ვარ­გა. ეგრე გა­მო­დის, რომ ის გხმა­რობს. მოკ­ლედ, მი­ყუ­რა ამ ბავ­შვმა პირ­და­ღე­ბულ­მა, მეც მივ­ხვდი, რომ სო­ცი­უ­მია ეგე­თი და თუ გა­რიყ­ვა არ უნდა, სო­ცი­უ­მი მის­გან ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბარს მო­ი­თხოვს.

.

ხოდა ავ­დე­ქი და გა­ვუ­ძა­ხე უკან, სტრას­ბურ­გში. ჩემი კარ­გი შვი­ლი, მინ­დო­და კარ­გად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჰქო­ნო­და, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­ნად არ ქცე­უ­ლი­ყო. ასეც მოხ­და.(მე­ო­რე შვი­ლიც ფრან­გულ სკო­ლა­ში დამ­ყავს ატ­მოს­ფე­როს გამო - მეშ­ჩა­ნო­ბას არ ახა­ლი­სე­ბენ იქ).

.

რა­ტომ მოვ­ყე­ვი ახლა ეს ამ­ბა­ვი....ძა­ლი­ან ად­ვი­ლი და­სა­ნა­ხია, რო­გორ ას­რი­ა­ლებს ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ანს ფუ­ფუ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბა. და­ნი­ა­ში ეს ვერ მოხ­დე­ბა. საფ­რან­გეთ­ში ამა­ზე და­ი­ცი­ნე­ბი. მაგ­რამ აი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლია ნახო, ერთ დროს ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორ გა­და­რია ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თებ­თან, ან ბრენ­დებ­თან შე­ხე­ბამ.

.

ღა­რი­ბე­ბი ვართ და იმი­ტომ. ამი­ტომ უნდა გავ­მდიდ­რდეთ, რო­გორც ქვე­ყა­ნა, რომ მა­გა­ლი­თად, ის ხალ­ხი, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს, ფუ­ფუ­ნე­ბის მო­ნად არ იქ­ცეს და ვერ იყი­დონ", - წერს თამარა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0