x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლმა იმსხვერპლა
როდესაც უდროოდ დაღუპულ ცნობილ მსახიობზე, მუსიკოსზე ან სხვა სფეროს წარმომადგენელზე არის საუბარი, უმეტესად მათი გარდაცვლების მიზეზად სახელდება ნარკოტიკები, თუმცა არანაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შეიწირა.დღეს სწორედ მათ მცირე ნაწილს გაგაცნობთ:


რიჩარდ ბარტონი


რიჩარდ ბარტონი, პატივცემული მსახიობი და ელიზაბეტ ტეილორის ქმარი, რომელიც ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. 1974 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

image


ჯონ ბონემი


როკ ჯგუფის Led Zeppelin-ის დრამერი იმ დროს ჩავარდა "ზაპოიში", როდესაც ჯგუფი რეპეტიციებს მართავდა აშშ-ში გასტროლის წინ. როგორც გამოძიების დროს გაირკვა, 1980 წლის 25 სექტემბერს მუსიკოსმა სიკვდილამდე ორმოცი ჭიქა ჯერ არაყი და შემდეგ ვისკი დალია.მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი 32 წლის იყო.

image


ერნესტ ჰემინგუეი


მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჰემინგუეი არაერთხელ დაემორჩილა ალკოჰოლს, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც მას შეექმნა გონებრივი და ფიზიკური პრობლემები.


„მინდა აგიხსნათ რატომ ვსვამ. დილიდან ვწერ. მერე ვსვამ და მერე ცოტას ვისვენებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაგიჟდე - არ შევწყვეტ ფიქრს იმაზე, თუ რას გააკეთებს ჩემი გმირი ამის შემდეგ... "


"კაცი არა ხარ მანამდე, სანამ არ დათვრები, თქვენ უნდა დალიოთ როგორც მამაკაცმა და არა როგორც გოგომ პირველი პაემნის დღეს."


ჰოოდა ერთ მშვენიერ დღეს ჰემინგუეიმ გადაწყვიტა "კაცურად დამთვრალიყო"და მომკვდარიყო, ჩაიდო პირში იარაღი და სასხლეტს თითი გამოკრა.გენიალური მწერალი 61 წლის იყო.

image



ბილი ჰოლიდეი


ჰოლიდეი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჯაზისა და პოპ მუსიკის განვითარებაზე და შექმნა სიმღერის საკუთარი სტილი, რამაც გავლენა მოახდინა ჯაზის ვოკალის დახვეწაზე, ოცდაათი წლის ასაკში უკვე ჰქონდა სერიოზული პრობლემები ალკოჰოლთან, მალე ხმაზეც შეექნა პრობლემები, მომღერალმა მიახერხა და მიატოვა სმა, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო, ჩამოუყალიბდა ღვიძლის ციროზი, იგი მხოლოდ 44 წლის იყო.


image


ვერონიკა ლეიკი


ლეიკი იყო 30-40-იანი წლების ფილმ-ნუარის ვარსკვლავი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ვარცხნილობით და ფატალური ქალის იმიჯით. ალკოჰოლიზმმა ფსიქიკურ დაავადებასთან ერთად გამოიწვია მისი კარიერის დაღმასვლა. 1950-იანი წლების შუა პერიოდისთვის ტელევიზიაში და თეატრში მუშაობის გაგრძელების წარუმატებელმა მცდელობებმა შედეგი არ მოიტანა, რამაც მისი კარიერა საბოლოოდ დაასამარა.


1959 წელს მესამე ქმართან განქორწინების შემდეგ, ლეიკს სულ უფრო ხშირად აკავებდა პოლიცია საზოგადოებრივ ადგილებში სიმთვრალით გამოწვეული დებოშის გამო.გარდაიცვალა ალკოჰოლით გამოწვეული მწვავე ჰეპატიტით, 50 წლის ასაკში.

image


ჯეკ კერუაკი


ამერიკელი მწერალი, პოეტი, მსახიობი. ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი. კერუაკმა სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ მის მიმართ ბევრი კრიტიკაც ისმოდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად არის მიჩნეული.გარდაიცვალა 47 წლის ასაკში, ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ციროზით.

image


ჯოზეფ მაკარტი


1950 წლის 9 თებერვალს სენატორმა ჯოზეფ მაკარტიმ წამოიწყო თავისი ჯვაროსნული ლაშქრობა კომუნიზმის წინააღმდეგ, მან სახელმწიფო დეპარტამენტის 200-ზე მეტი თანამშრომლის სია გაასაჯაროვა, რომლებიც მისი თქმით იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები ან სიმპატია ჰქონდათ მათ მიმართ. სახელი "მაკარტი" გახდა საზოგადო სახელი, რომელიც აღნიშნავს უნამუსო დემაგოგს. და ამ სახელიდან გამომდინარე „მაკარტიზმის“ კონცეფცია პოლიტიკური ბულინგის სინონიმად იქცა. მაკარტი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა და ჰეპატიტით გარდაიცვალა 1957 წლის 2 მაისს, ის 48 წლის იყო.


image

ფრუნზიკ მკრტჩიანი


მას დალევაზე არავის არასდროს უთქვამს უარი: გაი-ის თანამშრომლები არასოდეს აჯარიმებდნენ, თუმცა ის მუდმივად გრადუსის ქვეშ გადაადგილდებოდა; პატიჟებდა ყველა და სვამდა ყველასთან და ყველგან- უბრალო გლეხიდან დაწყებული და პარტიული მუშაკებით დამთავრებული.ხან დაუსრულებელი ქეიფები კვირეების განმავლობაში გრძელდებოდა - ხატოვანი სადღეგრძელოებით, სამეფო კერძებით, სიმღერებითა და ცეკვებით.


ტრაგიკული დასასრული დადგა 1993 წლის 29 დეკემბერს, ახალი წლის წინ. გარდაცვლილი მსახიობი ძმამ აღმოაჩინა: ფრუნზიკი ოთახის საათის კვარცხლბეკს ეხუტებოდა. გვერდით კი არაყის ყუთი ედო, რომელიც მსახიობმა თითქოსდა მისი ხსოვნის შესასმელად მოამზადა.მკრტჩიანი 63 წლის იყო.

image


დოლორეს ო’რიორდანი


ირლანდიული ჯგუფის The Cranberries-ის სოლისტის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლით ინტოქსიკაცია გახდა, მომღერალი 2018 წლის 15 ინვარს სასტუმრო Park Lane Hilton-ის საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი.იგი 46 წლის იყო.

image

გიორგი ბურკოვი


გეორგი ბურკოვი რეგულარულად სვამდა ალკოჰოლს. მსახიობი დონ კიხოტისა და ჰამლეტის როლზე ოცნებობდა. მაგრამ მას ძალევდნენ კომიკური ლოთების და მოუხერხებელი ხეპრეების როლებს, რომელიც ხალხმა შეიყვარა ისეთი ფრაზებით, როგორიცაა "დიახ, მე მანქანის გამო სამშობლო გავყიდე!"


ალკოჰოლის მუდმივი მიღება დამღუპველი აღმოჩნდა მისთვის, რომელმაც თრომბოემბოლეა გამოიწვია. ბურკოვი 57 წლის იყო..

image

0
758
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0