სიახლეები მოსკოვში მთლიანად ხალიჩებით დაფარული "ჟიგული" დადის 2022, 3 ოქტომბერი, 13:57
რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში მთლიანად ხალიჩებით დაფარული ავტომობილი გამოჩნდა.
"ჟიგული" ვაზ-2101 სე ორიგინალურად გარდაქმნა ავტოსაგზაო უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც ავტომობილების ტუნინგის სპეციალობაზე სწავლობს. Სსაბჭოთა ჟიგულს ავტორმა საკმაოდ საყვარელი სახელი " კავროლინა" დაარქვა, რომელიც რუსული სიტყვა ковер-ის(ხალიჩა) ფუძიდან მომდინაროებს. როგორც "კავროლინას"კრეატიული მფლობელი გიორგი მაკაროვი აღიარებს, ყველაზე რთული ხალიჩების საჭირო რაოდენობის პოვნა და ფერის მიხედვით შეხამება იყო. მთლიანობაში მას 10-მდე ხალიჩა დასჭირდა მთლიანად მანქანის დასაფარად. – "რეტრო მანქანებით გატაცება მამაჩემისგან მომდევს-ამბობს გიორგი- ის 30 წელია რესტავრაციას უკეთებს მანქანებს და ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია რუსეთში. მამაჩემი თამაშობდა ფილმებში თავისი მანქანებით .ასევე ერთად დავდიოდით ავტოგამოფენებზე. ერთხელ მამაჩემის სახელოსნოდან მანქანა მომცეს. მამამ მითხრა: "მოდი ახლა მე გაჩვენებ ყველაფერს, აგიხსნათ და შენ გექნებათ პირველი მანქანა. ის მანქანა ჩვენ ერთად ნულიდან მთლიანად აღვადგინეთ. ამ "ნოლ ორით"(იგულისხმება ვაზ-2102) დაიწყო ჩემი მოგზაურობა ავტოსამყაროში და სიყვარული რეტრო მანქანების მიმართ. ძირითადი მანქანა მყავდა - 2102 ჟიგული 1981 წლის. Ამ მანქანით ავარიაში მოხვედრა მოვახერხე - მის აღდგენას დრო სჭირდებოდა და სატარებელადაც სხვა არაფერი მქონდა. შემდეგ მეგობარმა შემომთავაზა, თავის ძველი ვაზ 21011. დრომ საკმაოდ შელახა ეს მანქანა - ბევრს ატარებდნენ და იყენებდნენ დრიფტისთვის. ის 44 წლის და საბრალო შესახედავი იყო. ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მეორე სიცოცხლე მეჩუქებინა. – "კავროლინა"-ეს ჩემი ფანტაზიაა. სამი ცნება გავაერთიანე: საბჭოთა კავშირი, ჟიგული და ხალიჩები. ჩემთვის ეს განუყოფელი რამაა, ამიტომ ერთ მანქანაში დავაკავშირე. ახლა ის არის ხელოვნების ობიექტი, ისტორიული ძეგლი და უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. "დათბილული" კავროლინა პატრონის თქმით მოვლისას ძალიან არაპრეტენზიულია: უბრალოდ უნდა გაბერტყოთ და თოვლით გაასუფთავოთ. "ბეწვიანი" ხომ სპეციალურად ზამთრის სეზონისთვისაა შექმნილი. 295 3-ს მოსწონს
|