სხვა რომელმა ცნობილმა რუსებმა დატოვეს ქვეყანა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ 2022, 3 ოქტომბერი, 10:22 რუსეთის პრეზიდენტის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ .რამდენიმე ცნობილმა რუსმა ბარგი ჩაალაგა და რუსეთი დატოვა. რა მოხდება შემდეგ არავინ იცის, მაგალითად ალა პუგაჩოვაზე გავრცელედა ხმები, რომ მან სამუდამოდ დატოვა რუსეთი და გადავიდა ისრაელში საცხოვრებლად, ასეა თუ ისე, პორტალმა Life-მა გამოაქეყნა იმ ცნობილი რუსების სია, რომელბმაც ქვეყანა დატოვეს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.
ალა პუგაჩოვა შვილებთან გარისთან და ლიზასთან ერთად ისრაელში გაფრინდა პრიმადონამ და მისმა ოჯახმა 2022 წლის უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციის გარეთ გაატარეს. ეს გასაგებია: ალას ქმარმა, იუმორისტმა მაქსიმ გალკინმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები უკრაინაში. პუგაჩოვამ ომის დაწყებისთანავე დატოვა რუსეთი, მაგრამ უარყო ხმები ემიგრაციის შესახებ.მართლაც, სსრკ სახალხო არტისტი სამშობლოში აგვისტოში დაბრუნდა და პირობა დადო, რომ "რაღაცეებს მოაწესრიგებდა". თუმცა, როგორც ჩანს, მას ამის გაკეთება არ მოუწევს: 29 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ისრაელში ნაჩქარევად გაემგზავრა და როგორც ამბობენ სამუდამოდ. მაქს "+100500" გოლოპოლოსოვი ყაზახეთში გაემგზავრა ცნობილი ბლოგერი, მუსიკოსი და ინტერნეტ შოუს "+100500" წამყვანი მაქს გოლოპოლოსოვი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთში აღმოჩნდა. პროექტის "Лев против" დამფუძნებელი მიხეილ ლაზუტინი საქართველოში გაემგზავრა ბლოგერი მიხეილ ლაზუტინი ყოველთვის პოზიცირებდა როგორც პატრიოტი, თუმცა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს საზღვართან ზემო ლარსის საგუშაგოზე დააფიქსირეს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის დალევის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტის დამფუძნებელი "ლომი წინააღმდეგია" სოციალურ ქსელებში დუმს. ბლოგერი იური ხოვანსკი სერბეთში გადავიდა საცხოვრებლად იური ხოვანსკი პასპორტის მიღებისთანავე რუსეთიდან სერბეთში გადავიდა. ბლოგერმა თავისი ნაჩქარევი წასვლა ტელეგრამის არხთან ინტერვიუში ასე ახსნა: „დიახ, მე დავტოვე ქვეყანა, რადგან წინასწარ საკანში ჯდომისას ნახევარი ქვეყანა დამცინოდა: ამბობდნენ, როცა გაგაფრთხილეს, რატომ არ ჩაალაგე ბარგი და რატომ არ დაითესეო.ახლა თითქოს ათიათასები მაფრთხილებენ, <...> ამიტომ გადავწყვიტე აღარ დავლოდებოდი. ” 137 2-ს მოსწონს
|