x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ოქროს მატარებელის" საიდუმლო

II მსოფლიო ომის დროს, მესამე რაიხის ერთ–ერთი ამოცანა, დაპყრობილ ტერიტორიებზე კულტურული ფასეულობების და მოსახლეობის ძარცვა იყო. არსებობს ინფორმაცია, რომ ხელოვნების შედევრებით და ოქროთი დატვირთული მატარებელი, ნაძარცვის გადასარჩენად, პოლონეთიდან – უსაფრთხო ადგილისკენ დაიძრა. თუმცა, გვირაბში შესვლის შემდეგ, «ოქროს მატარებელი» უკვალოდ გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ მას 1946 წლიდან ეძებენ, ოფიციალურად, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ რაიხის ოქრო, ან ხელოვნების ნიმუშები ნაპოვნია.


image


ლეგენდა «ოქროს მატარებელზე»


მეორე მსოფლიო ომის დროს, ღირებული ნივთების მოძიებით და გადაზიდვით, ფაშისტების საიდუმლო ორგანიზაცია «ანენერბე» (გერ. Ahnenerbe — «წინაპრების მემკვიდრეობა», მისი სრული სახელწოდება იყო — «უძველესი გერმანული ისტორიის და წინაპრების მემკვიდრეობის შემსწავლელი გერმანული საზოგადოება») იყო დაკავებული და ასევე, მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგის, ალფრედ როზენბერგის შტაბი. ომის მსვლელობის პარალელურად, მუზეუმებს და კერძო კოლექციებს, ბიბლიოთეკებს, არქივებს და სასახლეებს ძარცვავდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ მოპარული ოქროს დიდი ნაწილი, საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს და მოკლულ ებრაელებს ეკუთვნოდათ. 1943 – 1945 წლებში, ნადავლის უდიდესი ნაწილი, ავსტრიაში, შტირის მარილის მაღაროში იყო შენახული. შემდეგ, გერმანელებმა ის მიუნხენში გადაიტანეს, ხოლო იქიდან – საიდუმლო ბაზაზე – სილეზიაში (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში, რომლის დიდი ნაწილი პოლონეთის შემადგენლობაში).


image«ოქროს მატარებლის» ტვირთი


1945 წლის დასაწყისში, უკვე ცხადი გახდა, რომ გერმანია ომში ვერ გაიმარჯვებდა. ამიტომ, ფაშისტებმა ძვირფასეულობის ევაკუაციის გეგმა შეიმუშავეს. რაიხის ნადავლი იმდენად დიდი იყო, რომ ერთი ნაწილი, იქვე, სამალავებში შეინახეს, ხოლო დანარჩენი, მატარებელზე დატვირთეს, რომელსაც «ოქროსი» დაარქვეს.


როგორ დაიკარგა და სად შეიძლება იყოს ნაცისტების ოქრო?


«ოქროს მატარებლის» შემადგენლობაში, ძვირფასი ნივთებით დატვირთული, 12 ვაგონი იყო. როგორც ამბობენ, 320 ტონაზე მეტი, მარტო ოქრო იყო. ლეგენდის თანახმად, მატარებელი ვროცლავიდან (პოლონეთი) – ვალდენბურგის მიმართულებით გავიდა. ხოლო, როდესაც შემადგენლობა გვირაბში შევიდა, – გაქრა. ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ მატარებელი აორთქლდა. მაგრამ ექსპერტებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სხვა მოსაზრება გააჩნიათ.


imageპროექტი «გიგანტის» (გერ. Projekt Riese) ფარგლებში, გერმანელების მიერ აშენებული საიდუმლო გვირაბები, პოლონეთის ტერიტორიაზე


ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მატარებელი, ფასდაუდებელი ტვირთით, შეგნებულად გაგზავნეს საიდუმლო გვირაბში, რომ მისი კვალი დაეფარათ. საქმე იმაშია, რომ ეს გვირაბები საიდუმლო პროექტის ნაწილი იყო, რომლის მშენებლობა 1943 წელს დაიწყეს. გვირაბების სისტემა მაღაროების ქსელს და ლაბირინთს წარმოადგენს, რომელიც III რაიხისთვის, ნაძარცვის შესანახად, იდეალური სამალავი იყო... და გვირაბში შესულმა მატარებელმა, რომელი მიმართულებით გადაუხვია, არავინ იცის.

თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც: როგორც პოლონელი ისტორიკოსი პაველ როძიევიჩი ამტკიცებს, ვროცლავიდან ბერლინისკენ მიმავალი «ოქროს მატარებელი», დანიშნულების ადგილამდე ჩავიდა და ძვირფასი ტვირთი ცენტრალურ ბანკს გადაეცა. ხოლო, შემდეგ, მისი კვალი ისევ დაიკარგა...

თუ, მატარებელი ისევ გვირაბშია, მისი მოძებნა აერო–კოსმოსური სურათებით შეიძლება, ან იქნებ, უკვე იპოვეს კიდეც?!


image


არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* ამერიკელმა მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველის კლონი შექმნეს

* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ სძინავთ კატებს ასე დიდ ხანს?



1
869
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
869
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1