x
image
მაკა ნიკვაშვილი
"მეგობრებო, ..... მაინც ყველას ჩაგხევთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის პერსონის "ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიად" შეფასებას პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"მეგობრებო, როგორც არ უნდა მოიქაჩლოთ თავი საკუთარი დონორების ქებით (ფულიანთა გამოსარჩლების სევდიანი კვირეული გვქონდა, უფულოებსაც რომ ესარჩლებოდნენ - არას დაგიდევდით), ელისო ბოლქვაძე მაინც ყველას ჩაგხევთ - ამათ ვერ აჯობებთ, როგორც არ უნდა დაგიმსგავსონ


მაგ საქმეში მუდამ ლუზერები იქნებით!"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ "შაბათის ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იდე­ე­ბის გამ­გრძე­ლე­ბლად მოვიდა. მმართველი გუნდის წევრის თქმით თუ "ქართული ოცნების" ლიდერს ხელოვნების სფეროს შევადარებთ ის მისთვის "ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა":


"რა კარგია რომ ასეთ ადამიანებთან [ქართული ოცნება] მოვედი და პირველ რიგში რა თქმა უნდა, მე მოვედი ბატონ ბიძინას იდეების გამგრძელებელი. ასე ვთქვათ ჩემი შთაგონება არის ეს...


თუ შევადარებთ ხელოვნების სფეროს - ბეთჰოვენია ალბათ ჩემთვის, ბეთჰოვენის სიმფონია, ბეთჰოვენს ბევრი სიმფონია აქვს დაწერილი - მესამე, მეოთხე, მეცხრე... მეცხრე ალბათ, ყველაზე დიდი კულმინაციაა." - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ "ფორმულასთან" საუბარში.








0
444
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
444