x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საინტერესო ისტორიული მოვლენებისა და ცნობილი ადამიანების უნიკალური კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ

image


ხალხური სიბრძნის თანახმად, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს, და ეს რეალურად ასეა! ვიზუალური ინფორმაცია ბევრად უფრო ღრმად და სრულყოფილად აღიქმება, და ეს მეტწილად უფრო ისტორიულ მოვლენებს ეხება. მის შესახებ შეგიძლიათ ასობით წიგნიც კი წაიკითხოთ, თუმცა წარსულის დღეების შესახებ თქვენი ცოდნა სრულყოფილი მაინც ვერ იქნება, ხოლო აი, რაც შეეხება ფოტოებს, მათი თვალიერებისას, ადამიანი უფრო ცხადად და ნათლად წარმოიდგენს წინამორბედების ცხოვრებასა და მათ ყოველდღიურ ყოფას. სწორედ ამის გაკეთებას გთავაზობთ ახლა მეც! მოდით, ერთად მივეცეთ ნოსტალგიას და თვალი გადავავლოთ იმ უნიკალურ, ისტორიულ კადრებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ არის გადაღებული.


image


1. მარცხნიდან მარჯვენა საავტომობილო მოძრაობაზე გადასვლის პირველი დღე შვედეთში, 1967 წლის 3 სექტემბერი.


image



2. პანკები და დენდები: საზოგადოების დაყოფა ომამდელ ბრიტანეთში, 1937 წელი.



image



3. დეიდაშვილები მეფე ნიკოლოზ II და მეფე ჯორჯ V ბერლინში, 1913 წელი.


image



4. სოკოს საწინააღმდეგო ნიღბები, 1920 წელი, ლონდონი.


image


5. მუჰამედ ალი 1974 წელს ჯორჯ ფორმანთან მოგებული ბრძოლის შემდეგ მონაგები ფულით.


image



6. მაკიაჟის დამცველი



image


7. ყველა ეს ბიზონი ამერიკის არმიის ოპერაციის დროს იქნა მოკლული, რათა ინდიელები იძულებულები გამხდარიყვნენ შიმშილის გამო ტერიტორია დაეტოვებინათ, 1870 წელი.


image


8. აშშ-ს საზღვაო ძალების პირველი სამი სახაზო გემიდან ერთ-ერთი - საბრძოლო ხომალდი "გალენა", დრურის კლდესთან ბრძოლის შემდეგ, სამოქალაქო ომი, 1862 წელი.


image


9. 1967 წლის 17 ივლისს ფლორიდელმა ფოტოგრაფმა, სახელად როკო მორაბიტომ ფირზე აღბეჭდა ელექტრიკოსი, რომელიც საკუთარ კოლეგას დენის დარტყმის შედეგად გაჩერებული გულის ამუშავებაში ეხმარება. ფოტო ისტორიაში შევიდა, ბიჭი გადარჩა და მხოლოდ 2002 წელს გარდაიცვალა.


image


10. კუ-კლუქს- კლანის ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვი საკუთარ ანარეკლს პოლიციელის დამცავ ფარში ხედავს, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1992 წელი.


image


11. სიგარეტის დამჭერი.



image



12. გაზგამძლე ეტლი - 1938 წლისთვის გერმანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის ომში ჩართვის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდებოდა. ამის გათვალისწინებით, კენტელმა FW Mills (Frederick William Mills)-მა დააპროექტა დიდი ეტლი, რომელსაც ჩვილები საჰაერო თავდასხმებისგან უნდა დაეცვა.


image


13. კონკურსი ყველაზე ლამაზი ფეხების მქონე ქალბატონის გამოსავლენად, ინგლისი, 1936 წელი.


image


14. "პლაჟის პოლიციელი" ქალბატონებს საცურაო კოსტიუმის სიგრძეს უზომავს, ვაშინგტონი, 1922 წელი.


image


15. სამხრეთ ვიეტნამელი ბუდისტი ბერი, რომელმაც 1963 წელს თვითდაწვის აქტი განახორციელა.


image


16. თავდაპირველად, "HOLLYWOOD"-ის აბრას კინოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მეტიც, 1923 წელს ის სამშენებლო კომპანია "Woodruff and Shoults"-მა ჰოლივუდის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი უბნების რეკლამირებისთვის განათავსა. "HOLLYWOODLAND"-ის აბრა 13 ხის ასოსგან შედგებოდა.


image


17. ახალგაზრდა ვიეტნამელი გოგონას მიერ ტყვედ აყვანილი აშშ-ის საჰაერო ძალების ლეიტენანტი, 1967 წელი.


image


18. პირველი ქალი ფოტოკორესპონდენტი, ჯესი ტარბოქსი, ნიუ - იორკი, 1901-1903 წწ.


image



19. ეგვიპტეში ნაპოვნი 13 ნემსგაყრილი ბერძნულ-რომაული ვუდუს თოჯინა.



image


20. მერლინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს ულოცავს. 6000 კრისტალით მოქარგული კაბა მსახიობისთვის დიზაინერმა ჟან ლუიმ შექმნა. ეს ბრწყინვალება 1 300 000 დოლარად არის შეფასებული, 1962 წელი.


image


21. იაპონელი მეზღვაურები განიარაღების დროს საბრძოლო მასალას ზღვაში ყრიან, 1945 წლის 21 სექტემბერი.



image


22. ბრუკლინის ხიდის მშენებლობა, ნიუ - იორკი, 1909 წელი.


image


23. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გემი, გერმანიის საზღვაო ფლოტის საბრძოლო ხომალდი - "ბისმარკი" 1941 წლის 27 მაისს ჩაიძირა. ხომალდს გერმანიის იმპერიის პირველი კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის სახელი ეწოდა. "ბისმარკმა" მხოლოდ ერთი სამხედრო ოპერაციის შესრულება შეძლო, 1941 წლის მაისში მან დანიის სრუტეში ბრიტანული საბრძოლო კრეისერი "ჰუდი" ჩაძირა. ამის შემდეგ ბრიტანული ფლოტის მიერ "ბისმარკზე" დაწყებული ნადირობა სამი დღის შემდეგ მისი ჩაძირვით დასრულდა.


image


24. გერმანული საჰაერო ხომალდი LZ-127 Graf Zeppeli-ი ტოკიოს თავზე გადაფრენისას, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს, რომელიც 1929 წლის აგვისტო-სექტემბერში შედგა.

image


25. კვანტური მექანიკის შესახებ გამართული კონფერენცია სოლვეის ინსტიტუტში. კონგრესის მონაწილეთა ჯგუფურ ფოტოზე გამოსახულია - ალბერტ აინშტაინი, მარია კიური, ნილს ბორი, მაქს პლანკი, ერვინ შრედინგერი, ნილს ბორი და ათეულობით სხვა მეცნიერი, ბრიუსელი, 1927 წელი.


image


26. ამაზონში ნაპოვნი ორლებნიანი მცენარის ყველაზე დიდი ფოთოლი.







0
399
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
399