x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

თავის ტვინში არ არის კუნთოვანი ქსოვილი (ის ძირითადად, ცხიმის და წყლისგან შედგება). მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ვარჯიში არ სჭირდება. ყოველდღიური გონებრივი ვარჯიში, ახალ ნერვულ კავშირებს აყალიბებს, რაც ტვინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. თავსატეხები კი, ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემის გადაჭრის უნარს, ლოგიკურ აზროვნებას და კონცენტრაციას აუმჯობესებს. გსურთ, იყოთ კარგ მენტალურ ფორმაში? — მეტი ივარჯიშეთ!


image


1. ვითვლით ციფრებს


შეეცადეთ დათვალოთ, რამდენჯერ ჩნდება ციფრი 5, რიცხვითი თანმიმდევრობაში, ერთიდან — ასამდე? დათვლისას, ნუ გამოიყენებთ კალამს და ფურცელს. შეეცადეთ გონებაში გადათვალოთ.


2. დამწვარი ასანთიimage


სურათზე ნაჩვენებია ბადე, რომელშიც ასანთებია ჩალაგებული. ბადის კიდეებზე მოცემული ციფრები გვიჩვენებს, რამდენი დამწვარი ნაწილი (კვადრატი) უნდა იყოს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებზე. ასანთი შეიძლება მთლიანად, ან ნაწილობრივ დაიწვას ან ხელუხლებელი დარჩეს. მთავარი წესი: ასანთი მხოლოდ წითელი თავიდან იწვის. შეეცადეთ ასანთები ისე «დაწვათ», რომ მარცხენა და ზედა ციფრების მაჩვენებლები, დამწვარი ასანთის და შესაბამისად, კვადრატის დამწვარ ნაწილებს შეესაბამებოდეს. (მაგ., პირველ ვერტიკალურ სვეტზე 4 უჯრა უნდა «დაიწვას», ხოლო, პირველ ჰორიზონტალურზე — 3).


3. დავდგეთ სიმაღლის მიხედვითimage


6 ბავშვმა — ოლიკომ, ირაკლიმ, ანამ, სოფომ, ომარმა და ზაირამ სიმაღლე გაიზომა. აღმოჩნდა, რომ ომარი — ანაზე მაღალი, მაგრამ ზაირაზე დაბალი იყო. ოლიკო კი, ირაკლიზე მაღალი, მაგრამ ანაზე და ომარზე დაბალი. ხოლო, ირაკლი, ყველაზე დაბალი არ არის. შეადგინეთ ბავშვების სია, მათი სიმაღლის კლების მიხედვით (პირველი მაღალი — ბოლო დაბალი).



4. ყავაზე დამოკიდებულება


ლია და გია დარწმუნებულები არიან, რომ მხნედ ყოფნისთვის, ყოველ 3 საათში ერთხელ, თითო ფინჯანი ყავის დალევაა საჭირო. ორივე დილის რვა საათზე დგება და მაშინვე ყავას სვამს. შემდეგ, თითო ფინჯან ყავას, ყოველ სამ საათში სვამენ და ასე, ვიდრე არ დაიძინებენ. რამდენიმე ფაქტის გათვალისწინებით, გაარკვიეთ, ვინ უფრო მეტ ფულს ხარჯავს ყავაში, კვირის მანძილზე?

კვირიდან — ხუთშაბათამდე, ლია 22 საათზე წვება დასაძინებლად. ხოლო, პარასკევს და შაბათს — ღამის 12 სთ–ზე.

გია ყოველთვის 22 სთ–ზე იძინებს.
ლია, 1 ფინჯან ყავაში, 3 ლარს იხდის. გია კი, ორგანულ ყავას ანიჭებს უპირატესობას და 4 ლარს იხდის.


5. წარმოდგენილი კვადრატებიდან, სწორედ არც ერთი არის — ყველა დახრილია. ზომით, მხოლოდ ერთი კვადრატი განსხვავდება სხვებისგან. შეეცადეთ, ის იპოვოთ.image

პასუხები:

image1. 20–ჯერ: ათჯერ ხუთი, როგორც მეორე ციფრი ჩნდება და ათჯერ — როგორც პირველი.


2.image


3. სწორი პასუხი: ზაირა, ომარი, ანა, ოლიკო, ირაკლი, სოფო.


4. გია. ის კვირის მანძილზე, ყავაში 140 ლარს ხარჯავს, ლია კი – მხოლოდ 111 ლარს.


5.image

image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* შეკითხვა რუბრიკიდან – "რა? სად? როდის?" – რა არის საერთო ბანკნოტებსა და ჯინსს შორის? (პასუხი აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ უნდოდა „ფანტომასის“ რეჟისორს ფილმის მეოთხე ნაწილის სსრ კავშირში გადაღება და რატომ ვერ გადაიღო?

* 12 საინტერესო ფაქტი "ლამაზმანის" შესახებ

* შეეჯიბრეთ დეტექტივს – 5 საქმე – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)


4
1467
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1467
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4