სხვა ნიანგის ცრემლები 2012, 25 სექტემბერი, 12:59 ძალიან გავრცელებული გამონათქვამია " ნიანგის ცრემლებით ტირილი ", რომლის მნიშვნელობაც ძალიან ბევრმა მისმა მთქმელმა არ იცის, არც ის იცის რომ ნიანგს მართლაც, რომ აქვს ცრემლები და მართლაც რომ ტირის. ამბობენ, ყოველთვის, როცა ნიანგი ადამიანს შეჭამს, მაშინვე გრძნობს სინდისის ქენჯნას და ცრემლებად იღვრება. გჯერათ რომ ნიანგს, შეიძლება, სინდისი ჰქონდეს? გამორიცხულია. თუმცა, ტირილი და ცრემლების ღვრა ნამდვილად შეუძლია და აკეთებს კიდევაც ამას. საქმე ისაა, რომ ნიანგის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება მინერალური მარილები და სპეციალური ჯირკვალი ჯირკვალი ცრემლების სახით მათ გარეთ გამოდევნის. ანუ, მენიუზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული ნიანგის ცრემლები- ადამიანს შეჭამს თუ ირემს, ის მაინც იტირებს. მოცემული ორგანოს ერთადერთი ფუნქცია – ორგანიზმიდან მარილის ზედმეტი კონცენტრაციის გამოყვანაა, საიდანაც გაჩნდა გამოთქმა “ნიანგის ცრემლები”… 1614 7-ს მოსწონს
|