x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139051
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
"მე ის ქალი ვარ, რომელსაც არასდროს უოცნებია...."-დიკა სალაყაია
image


"მე ის ქალი ვარ, რომელსაც არასოდეს უოცნებია ძვირადღირებულ ავტომობილზე,

მაგრამ ოცნებობს ჰქონდეს უფრო მეტი თავისუფალი დრო და თვეში ერთხელ მოხალისედ იმუშაოს ჩვილ ბავშვთა სახლში....

მე ის ქალი ვარ, რომელსაც არასოდეს უოცნებია ''სვაროვსკის'' თვლებით მორთულ საქორწინო კაბაზე, მაგრამ დღემდე ოცნებობს, რომ ოდესმე მისი ხელით შეკერილ თეთრ კაბას მოიხდენს და გვირილებით მორთული მთაში დადებს საქორწილო ფიცს, წლების შემდეგ....(მერე გაწვიმდება):)


მე ის ქალი ვარ, რომელსაც სულ უბრალოდ შეუძლია დიდი ხნის ნაგროვები ყულაბა გახსნას და ქუჩის კუთხეში მჯდარი მოხუცისათვის დახარჯოს....

მე ის ქალი ვარ, რომელსაც დაორთქლილ მინაზე შეუძლია ბავშვივით, თითებით დაწეროს ბარათი...

მე ის კაქლი ვარ, რომელსაც წვიმაში შეუძლია ფანჯრიდან ფერადი ბუშტები აფრინოს....

მე ის ქალი ვარ, რომელსაც შეუძლია დუმდეს და გულით მაინც სიყვარულს გიხსნიდეს, ან სულაც კამათობდეს საკუთარ თავთან...

ის ქალი ვარ...

ის ქალი, რომელმაც ტკივილის უხმოდ თმენა ისწავლა და მაინც ვერ...

ის ქალი, რომელიც არასოდეს დგამს ნაბიჯებს უკან და თვალდახუჭული ზოგჯერ კი არ ისვენებს, სიბნელეში გაწუწულ სამყაროს ხან ქოლგას აფარებს, ხან გვირილებს ახატავს და ხან გლიცინიებს......."



მწერალ დიკა სალაყაიას პოსტი სოციალური ქსელიდან.

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0