x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ქალთა პლაჟის ფრენბურთი, სპორტის ერთერთი ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი სახე
image პლაჟის ფრენბურთი სულ უფრო და უფრო იძენს პოპულარობას, საუბარია ქალთა ფრენბურთზე, რომელიც ბრაზილიაში ლამისაა ბრაზილიელებისათვის ლამის ეროვნულ სპორტის სახეობას-ფეხბურთს გაუთანაბრდეს.


ქალთა პლაჟის ფრენბურთი უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და სპორტის ოლიმპიურ სახეობებშიც ჩართეს, მაგრამ სპორტის ამ საეობამ განსაკუთრებული პოპულარობა მაინც ბრაზილიაში ჰპოვა.


მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით სანახაობრივი და მიმზიდველი მაინც მამაკაცებისთვისაა, ქალ ფრენბურთელებს არც სუსტი სქესის გულშემატკივრები აკლია.


ვერ ვიტყვი, რომ პლაჟის ფრენბურთის ტურნირებზე ტრიბუნები მუდამ გადაჭედილია გულშემატკივრებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სპორტის ეს სახეობა გულშემატკივრების დეფიციტს განიცდის.



უბრალოდ მოგეხსენებათ პლაჟის ფრენბურთის ტურნირები ტარდება მზიან ამინდში და თაკარა მზის ქვეშ თუნდაც ძალიან სანახაობრივი შეხვედრების სანახავად დასწრებას ვერ მოსთხოვ.


ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის სპორტის ეს სახეობა ტოპ 5-შია, ფეხბურთთან, ავტორბოლასთან, სასტენდო სროლასთან და კრივთან ერთად.


მკითხველმა არ იფიქროს, რომ ბიკინებში გამოწყობილი სპორცმენების დანახვა მიზიდავს მხოლოდ სპორტის ამ სახეობაში. არა, თავად სპორტის ეს სახეობაა მიმზიდველი მონაწილეების ჟესტების ენაზე საუბრით, მათი სწრაფი რეაქციით, ემოციების დაუფარავი გამოხატვით და სპორცმენების ურთიერთგაგებით წაგების და გამარჯვების განურჩევლად.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
279