x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
10 გასაოცარი ფაქტი, რომელიც შენ აუცილებლად დაგაინტერესებს!

სამყარო სავსეა სრულიად წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ამბებით, რის გამოც ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ამ სტატიაში შევეცდებით 10 ისეთ ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც გარკვეულ ამბებზე ბევრ ძველ წარმოდგენას შეგიცვლით.


ობობა


1. არაქნოფობების კოშმარი


ჰანტსმენის ობობა (Heteropoda maxima) ობობების ყველაზე დიდი ზომის სახეობაა მთელ დედამიწაზე. ზრდასრულ ასაკში ეს მწერი 25-30 სანტიმეტრს აღწევს. ავსტრალიაში 2017 წელს ამ სახეობის 40 სანტიმეტრის ზომის ეგზემპლარიც კი აღმოაჩინეს.




2. “შენ ბენზინთან რა საქმე გაქვს?”


აიფონს ბენზინზე რომ ემუშავა, ერთი წვეთი იქნებოდა საკმარისი, რათა მოწყობილობა მთელი დღის მანძილზე ენერგიით ყოფილიყო დამუხტული.


3. სად მამაკაცი და სად ხანდაზმულობა?


მსოფლიოს 100 ყველაზე ხანდაზმულ ადამიანში მხოლოდ ექვსია მამაკაცი. დანარჩენები ქალები არიან.


4. ორთქლის ძრავაზე მომუშავე… ვიბრატორი


სრულიად დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოს პირველი ვიბრატორი 1869 წელს დააპატენტეს და ის პატარა ორთქლის ძრავას მოჰყავდა მოქმედებაში.


აბა რა უნდა ექნათ? ელექტრობა მაშინ არ იყო და არაფერი. ორთქლის ძრავა და მისი ჯანი.


5. მომენტი, როცა ცხენს სირბილში აჯობე


2002 წელს გრძელ დისტანციაზე მორბენალმა ტომ ჯონსონმა ცხენს გაუსწრო. მან 80 კილომეტრი 5 საათსა და 45 წუთში გაირბინა და დანიშნულების ადგილას ცხენზე 10 წამით ადრე მივიდა.


თვითმფრინავი


6. “ნელა, მამიკო, საჭე არ აგერიოს!”


1994 წლის 23 მარტს ციმბირის სტეპებში “აეროფლოტის” რეისი 593 ჩამოვარდა. დაიღუპა 75 ადამიანი. როგორც შავი ყუთის გაშიფვრისას გაირკვა, უბედურების მომენტში პილოტმა თავისი 15 წლის ვაჟი დასვა საჭესთან.


7. “რომელი საათია?”


დიომედეს კუნძულები არქტიკულ ოკეანეში მდებარეობენ. დასავლური კუნძული ეკუთვნის რუსეთს, ხოლო აღმოსავლური - აშშ-ს! ორივე კუნძულს შორის მანძილი სულ რაღაც 4 კილომეტრია, მაგრამ სწორედ ამ 4 კილომეტრზე გადის საერთაშორისო თარიღობრივი სარტყელი, რომელიც ორივე კუნძულს ერთმანეთისგან დროში 21 საათით აშორებს.


8. “პატარა ხარ, პატარა ხარ, პატარა!”


გრენლანდიური ზვიგენი სქესობრივ სიმწიფეს 150 წლის ასაკში აღწევს. თავისი სიცოცხლის საშუალო 500-წლიანი ხანგრძლივობით ის დედამიწაზე ყველაზე დიდხანს მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველია.


ლიმუზინი


9. მსოფლიოში უდიდესი ლიმუზინი


მსოფლიოს უდიდესი ლიმუზინი 31 მეტრის სიგრძისაა და 26 თვლით არის აღჭურვილი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ავტომობილი იმხელაა, რომ მას ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი და აუზიც კი აქვს.


10. ბიძა, რომლითაც არ უნდა იამაყო


ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი, უილიამ პატრიკ ჰიტლერი 1939 წელს ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, ამერიკელების მხარეს იბრძოდა. ომში გამოჩენილი თავგანწირვისა და მამაცობისთვის მას “მეწამული გულიც” კი გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მან გვარი გამოიცვალა და უილიამ პატრიკ სტიუარტ-ჰიუსტონი გახდა.

2
556
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
556
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2