x
მეტი
  • 06.12.2022
  • სტატია:124133
  • ვიდეო:355529
  • სურათი:496805
გარდაიცვალა ლეგენდარული რეპერი ქულიო
imageლეგენდარული ამერიკელი რეპერი, არტის ლეონ აივი უმცროსი, რომელესაც მსოფლიო ქულიოს(Coolio) სახელით იცნობს, ლოს-ანჯელესში საკუთარ აბაზანაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი, მომღერალი 59 წლის იყო.


Coolio-ს მენეჯერმა ჯარეს პოსიმ ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეპერი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეგობარს სტუმრობდა. მისი უსიცოცხლო სხეული იპოვეს აბაზანის იატაკზე. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯეჯრერობით უცნობია, თუმც პოსიმ განუცხადა TMZ-ს, რომ ექიმების პირველადი მონაცემებით ექიმები თვლიან, რეპერის გარდაცვალების მიზეზი გული გახდა.


ქულიომ მუსიკის ჩაწერა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, Fantastic Voyage იყო პირველი სიმღერა, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა, მაგრამ მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ ჰიტის Gangsta's Paradise-ის გამოსვლის შემდეგ მოდის. მუსიკოსს ამისთვის "გრემის" ჯილდო გადაეცა, სიმღერა 5.7 მილიონი ტირაჟით გაიყიდა და იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად სინგლად. სიმღერა ასევე გამოიყენეს პოპულარულ ფილმში Dangerous Minds მიშელ პფაიფერის მონაწილეობით.

მთლიანად ქულიოს 8 ალბომი ჰქონდა ჩაწერილი, უკანასკნელი "Ain't a Damn Thang Changed"2009 წელს გამოვიდა, ქულიოს ნათამაშევი აქვს ასევე რამდენიმე ფილმში, მათ შორის კომედიაში "ძვირფასო ღმერთო"(1996), "ბეტმენი და რობინი"(1997), "განკითხვის დღე"(1998) და სხვა.


თავის მეტსახელი კომპტონში ყოფნის დროს შეარქვეს, როდესაც იგი გიტარაზე უკრავდა, მას მიუახლოვდა მეგობარი გოგონა და უთხრა:"ვინ გგონია შენი თავი, ქულიო(ხულიოს ნაცვლად) იგლესიასი?", მას შემდეგ შეარქვეს "ქულიო"


ქულიო ალბათ ერთადერთი დასავლელი შემსრულებელია, რომელიც ყველაზე მეტჯერ, სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში, უკანასკნელად ცნობილი რეპერი 2013 წელს ეწვია საქართველოს, სადაც კლუბ „მოსკოვში" გამართა კონცერტი.



1
39
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
39
  
30 სექტემბერი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1