x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქმარმა გაყრის შემდეგ ქონების გაყოფის დროს, ცოლის პორნოფოტოების ალბომი მოითხოვა

image


ამერიკაში, შტატი იუტას მკვიდრმა, რომელმაც გამოიარა განქორწინების პროცესი, ახალ ინტრიგაში გაიხლართა: ყოფილმა ქმარმა გადაწყვიტა ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფა. თავის განცხადებაში, სხვა რამეებთან ერთად, მამაკაცმა მოითხოვა, რომ მას დარჩენოდა ალბომი, რომელშიც მისი ცოლი პოზირებს საცვლებში, წელზემოთ, ან თუნდაც სრულიად შიშველი. მოსამართლემ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, წერს გამოცემა Foxnews-ი


43 წლის ლინდსი მარში ამ გადაწყვეტილებამ გააოგნა.


- ძირითადად, ჩემი ყოფილი ქმარი მაიძულებდა პორნოს გავრცელებას და ის ფიქრობდა, რომ ამაში არანორმალური არაფერია. იგივეს ფიქრობს მისი ადვოკატიც. და ყველაზე უცნაური ისაა, რომ მოსამართლეც ასე ფიქრობს. -ამბობს ქალი.



განაწყენებულმა ქალმა გადაწყვიტა ნაწილობრივ შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება: მან ყოფილ ქმარს გადასცა საჭირო ფოტოები, მაგრამ ჯერ სხეულის ის ნაწილები გადაღება, რომლებიც, მისი აზრით, ახლა არავის უნდა ენახა.

image

-ეს ჩემი სხეულია. მოსამართლემ არ უნდა გადაწყვიტოს, ვის შეუძლია მისი ნახვა- ამბობს მარში.

მას უკვირს, რომ ერთგულად გატარებული 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, ყოფილ ქმარს სარჩელში არ უხსენებია არც ერთი ოჯახური ფოტო ან სამი შვილის ფოტო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საშინაო პორნო.

0
254
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0