x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქვეშ ჩაშარდულო ფსბ---დავალებით აქციებზე რომ დატანტალებ და.... "- ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც თავისი წინამდებარე სტატუსის გამო სანდრო ბრეგაძის ბრალდებებს საჯაროდ პასუხობს და მას სრულ "არარაობას" უწოდებს:


"ალბათ ყველას გახსოვთ საკუთარი აქციიდან გაპარულ--დამალული და მერე მიქელასავით საკაცეთი გამოცხადებულ--ნაწამები, მორფში ჩაბუჟბუჟებული, ზვიადისტად თვითწოდებული სანდრო ბრეგაძე, მაგრამ ალბათ ყველას არ გახსოვთ როგორ წველიდა ზვიადისტის მოწმობით ასლან აბაშიძეს, მერე ვარდების რევოლუციისას როგორ აღემართა ვითომდა დაუძინებელი მტრის სააკაშვილის გვერდით ტრიბუნაზე, შეჰფიცა მას საუკუნე ერთგულება და შეუქმნა სატელიტი საპარლამენტო ფრაქცია რომლის დახმარებითაც მაშინ მიღებულმა კანონებმა დღემდე უზრუნველჰყო ერთპარტიული რეჟიმი საიდანაც კიდევ ვერ გამოვდივართ.


ეს კიდევ არაფერი მოგეხსენებათ ხარისხიან ნარკოტიკებს კარგი ფული სჭირდება და ეს ბატონიც დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ივანიშვილის მთავრობაში თუ არ ვცდები მინისტრის მოადგილედ საიდანაც მისი მანიაკალურობით გაოცებულმა ბელადმა წიხლისკვრით გამოაგდო. შემდგომ ამ დაუცხრომელმა ეროვნულ--- ზვიადისტმა პუტინის თაყვანისმცემელთა რიგებში გადაინაცვლა და არ დატოვა მოსკოვიდან შემოსული სპეცდსამსახურების არცერთი თეთრი სადაც ბინძური ხელები არ აფათურა. ახლა ვხედავ ჩემზე გამოუცხვია ბიძინისტურ მასმედიაში პოსტი სადაც გამსახურდიას დამხობიდან მის პასუხისგებაში მიცემამდე ყველაფერს მე მაბრალებს.


ეს მხოლოდ იმიტომ რომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი სადაც განვაცხადე, ---- აფხაზეთის ყოფნა--არ ყოფნის დღეებში გამსახურდიას საქართველოში ჩამოსვლა იყო შეცდომა, რადგან ამან ისედაც დამფრთხალ შევარდნაძეს გადააწყვეტინა აფხაზეთის ჩაბარება და გამოვიდა რომ ეს მიწა ამ ორი პიროვნების სკამსაც შეეწირა------- და ეს ნამდვილად არის ასე. ქვეშ ჩაშარდულო ბრეგაძე--გამსახურდიას დამხობაზე გიჯობს კითხვები კიტოვანს დაუსვა მასთან ერთად რუსეთის ფსბ---დავალებით აქციებზე რომ დატანტალებ და ასევე შეგიძლია შეეკითხო შენს ბელად--დამფინანსებელ ივანიშვილსაც რომელიც 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის დამფინანსებელი და უკვე 1995 წელს მოსკოვში, მისი საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო.


საერთო ჯამში ამ არარაობისთვის არ უნდა მეპასუხა, მაგრამ სამწუხაროდ მისნაირნი ჩვენს საზოგადოებაში კიდევ არიან, რომლებმაც ზვიადისტობა გადააქციეს პურის, თანამდებობის, სტატუსის სავაჭრო ტალონად და რომლებმაც დააქციეს არა მარტო გამსახურდია არამედ საქართველო.აი ასეთების მხილება---დამთავრება საქართველოს აღდგენის დასაწყისი იქნება."- წერს შალვა ნათელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის აღშფოთება ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის სწორედ ამ სტატუსს მოჰყვა:


"სოხუმის დაცემა ათასწლეულები გაჰყვება ჩვენს ისტორიას შეუხორცებელ იარად. ჩვენ გვიყვარს ყველა ტრაგედიის სხვაზე გადაბრალება რათა პირად პასუხისმგებლობას დავუძვრეთ და ესაა მიზეზი რომ დღეს სახელმწიფოს მაგივრად მსოფლიოს კუდში---მაჩანჩალა სადეზერტირეთი გვაქვს. მოკლედ სოხუმი და აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი.საბედისწერო გამოდგა არა მარტო პრეზიდენტ გამსახურდიას ბანდიტურად დამხობა, არამედ მისი უდროო დროს დაბრუნებაც საქართველოში, როცა წყდებოდა ომის ბედი.


როგორც კი დაინახა შევარდნაძემ ზუგდიდში ჩამოსული გამსახურდია იმ წუთას გადაწყვიტა აფხაზეთის ჩაბარება, ასე რომ ეს სალოცავი მიწა და ხალხი ამ ორი პიროვნების სკამისთვის ბრძოლასაც შეეწირა. რომ არა ეს საბედისწერო ჩვენი შეცოდებანი ვერავითარი რუსი თუ კართაგენელი ვერ შესძლებდა სოხუმის აღებას და აფხაზეთის მოგლეჯას. ვისაც ვაწყენინე რა თქმა უნდა ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე."- ვკითხულობთ ნათელაშვილის პოსტში.





0
533
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
533