x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139005
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
წარმატების მიღწევის ერთადერთი ხერხი

არ დანებება – ეს არის ერთადერთი ხერხი წარმატების მისაღწევად. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა ცხოვრებაში, ვიდრე ცოდნა იმისა, თუ წარუმატებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა დადგე ისევ ფეხზე. იმისათვის რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოთ და დეპრესიაში არ ჩავარდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ:


image


1. სანამ ცოცხალი ხართ, ყველაფერი შესაძლებელია. სიკვდილი – დანებების ერთადერთი საპატიო მიზეზია. ხოლო, სანამ ცოცხალი ხართ, თქვენ შეუზღუდავი რაოდენობის ცდის შესაძლებლობა გაქვთ, რომ მიზანს მიაღწიოთ.
2. იყავით რეალისტები. პირველსავე ცდაზე რაღაცის კარგად გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ყველაფრის მიტოვების მიზეზი. იქნება გადაცდენები, იქნება შეცდომები, მაგრამ გამოცდილებაც და საკუთარი გზაც იქნება.
3. თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ. ერთ პატარა პრობლემას არა აქვს თქვენი შეჩერების შანსი. ისევე, როგორც არა აქვს თქვენი შეჩერების შანსი ათ, ას ან ათას, მის მსგავს, პატარა პრობლემას.
4. წარმოაჩინეთ საკუთარი თავი. აიღეთ პასუხისმგებლობა, განაცხადეთ საკუთარი თავის შესახებ, მიაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გინდათ. მოკრძალებულობა მხოლოდ ხანდახან არის სასარგებლო და ისიც, ზომიერების ფარგლებში.
5. გაუკეთებია ეს ვინმეს ადრე? თუ გაუკეთებია, ძალიან კარგი. ე. ი. თქვენც გამოგივათ.
6. გჯეროდეთ საკუთარი ოცნების, მაშინაც კი, თუ ამბობენ, რომ ის აუხდენელია. ნუთუ გგონიათ, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც დედამიწაზე არსებობს, ირგვლივ მყოფების მხარდაჭერით და თანხმობით არის შექმნილი?
7. თქვენი ახლობლები, ისე როგორც არავინ, დაგეხმარებიან, რომ არ დანებდეთ და საკუთარი გზა გააგრძელოთ. გაუზიარეთ მათ საკუთარი განცდები, ნუ იქნებით გულჩათხრობილი.
8. არიან ადამიანები, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე თქვენ. ყოველთვის. მილიონობით ადამიანს უფრო უჭირს, მაგრამ ისინი აგრძელებენ ბრძოლას არსებობისთვის.
9. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, ისევე როგორც ყველა ადამიანი ამ პლანეტაზე.
10. თუ სხვებს გაამხნევებთ, ამით საკუთარ თავს დაეხმარებით, რომ არ დანებდეთ. არ არსებობს ქვეყანაზე უფრო დიდი მოტივაცია, ვიდრე ახლობლის დახმარება.
11. თქვენ უკვე ისე ახლოს ხართ. ჩინური სიბრძნის თანახმად: დანებების ცდუნება ყველაზე ძლიერი გამარჯვების წინ არის. ასე, რომ, თუ დანებების გრძნობა ძალიან ძლიერი გახდა, ე. ი. გამარჯვება შორს არ არის. გამაგრდით.
12. ყველაფერს თავისი დრო აქვს. უოლტ დისნეი გაზეთიდან გააგდეს არასაკმარისი იდეების არსებობის გამო, მენდელეევს 3 ჰყავდა ქიმიაში, აინშტაინი 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა და მასწავლებელმა ის გონებაჩამორჩენილად გამოაცხადა. გაიხსენეთ ეს მაშინ, როდესაც იფიქრებთ, რომ არაფერი გამოგდით – თქვენი დროც აუცილებლად მოვა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი

* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)

* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15

* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

* რომელი ხორცია უკეთესი ჯანმრთელობისთვის? (რეიტინგში საქონლის ხორცი ბოლო ადგილზეა)

* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!



5
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
2022, 23 ნოემბერი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 2 ნოემბერი, 1:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 18 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 30 სექტემბერი, 1:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5