საქართველო
"ეს სულიერად მათხოვარი--- მართვის მოწმობათა ვაჭარი..." - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2022, 26 სექტემბერი, 15:11
!["ეს სულიერად მათხოვარი--- მართვის
მოწმობათა ვაჭარი..." - ვისზე საუბრობს
შალვა ნათელაშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202209/2022092614311786669.jpg)
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის მიერ "იმედი LIVE"-ის ეთერში რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "სულიერად მათხოვარს" უწოდებს.
"ეს სულიერად მათხოვარი------ მართვის მოწმობათა ვაჭარი მთელი ცხოვრება სწოვდა და წველავდა ოლიგარებს დაიწყო თოფაძე--ტყემალაძით, გადასრიალდა გრეჩიხა გამყრელიძეებთან, შემდგომ პატარკაციშვილი და ახლა ათი წელია ათაშანგივით მიაკვდა ივანიშვილის უკანალს. აი ასეთები სამეზობლოშიც ვერ უნდა გამოდიოდნენ ხალხის შიშით და მერე გვექნება სახელმწიფო."- წერს ქვეყნის პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა "იმედის" ეთერში სტუმრობისას რადიკალურ ოპოზიციას "სულით გაყიდული" ადამიანები უწოდა, რომლებიც მისივე თქმით, "კეზერაშვილის რიგში ხელგამოწვდილები დგანან". საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ისინი დაუნდობლად ებრძვიან არა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, არამედ საკუთარ ქვეყანას:
"ზღვარია აქ გადალახული. ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არის ბრძოლა სამშობლოს წინააღმდეგ. ესენი არიან ნეობოლშევიკები, ადამიანები, რომლებიც ერთი საუკუნით მერე გაჩნდნენ, თორემ სერგო ორჯონიკიძის, ბუდუ მდივნის, მამია ორახელაშვილის, მიხა ცხაკაიას, ფილიპე მახარაძის თანამებრძოლები არიან სულით, გულით, შეგნებითა და არსით.
აი, ესენი არიან! ახალგაზრდა კომკავშირელები ან დაძველებული ჩეკისტები ტყავის ქურთუკებში შემოსილები, ჩამოყალიბებული შმონძერები, სულით გაყიდული ადამიანები, რომლებიც ყიდიან ყველაფერს ფულის გამო და კეზერაშვილის რიგში ხელგამოწვდილები დგანან, რომ როგორმე იქნებ ვინმეს, ორი გროში გადმოუგდოს, რათა სული კარგად გაყიდონ და საკუთარი სამშობლოც მიყიდონ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა "იმედი LIVE" - ის ეთერში.