სხვა ქართველები სახალისო კურიოზებს მოგვითხრობენ, რომელიც ერთმა სასაცილო ვიდეომ გამოიწვია 2022, 26 სექტემბერი, 9:56 სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჯგუფი "ჩვენი ზესტაფონი" ავრცელებს სახალისო ვიდეოს, სადაც ქალბატონი სახელად ლანა ლაშხი საავადმყოფოში გადამხდარ საკმაოდ სახალისო ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც უამრავი მოწონება და გაზიარება ახლავს თან, თუმცა ეს ისტორია ამით არ მთავრდება, კომენტარებში სოცქსელის მომხმარებლები უკვე საკუთარ თავზე გადამხდარ თითქმის ანალოგიურ კურიოზებს ჰყვებიან. საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
***მეც შემემთხვა კურიოზ, ბანკში მივდიოდი და მეზობელმა მთხოვა, მეუღლის სახელზე თანხის შეტანა (მეუღლეს ლავრენტი ქვია - მეგრული გვარით,
სალაროში მეკითხებიან შემომტანის ვინაობას და... არც დავფიქრებულვარ, ლავრენტი ბერია, მეთქი...
***ერთ-ერთ ექიმს, რომესაც სიო ერქვა პაციენტმა მიმართა, ბატონო ნიავო ერთი კითხვა მაქვს.. ***იყო ასეთი შემთხვევა საბერძნეთში . სამზარეულოში ქალბატონი მოვიდა სამუშაოდ ანუ დამხმარედ და საერთოდ არ იცის ერთი სიტყვა ბერძნული . ისეთი ჩქარი ტემპით მუშაობდა უფროსმა უთხრა (სიგა სიგა კორი ) ესე იგი ნელა ნელა იმუშავეო გოგონი . ამ ქალბატონმა თქვა, ასე უცებ ვინ უთხრა ამ კაცს. მე რომ საქართველოში სიგით ვაჭრობდიო ***ჩემი ქმარი ავარიის მერე საავადმყოფოში იწვა მოსკოვში ტრამვატოლოგიურში და ყავარჯნით ძლივს დადიოდა, თუმცა მოახერხა ახალ შემოყვანილ ავადმყოფს, სანტექნიკს, ფეხმოტეხილს რომელსაც გიფსში ჩაუსვეს ფეხი და დამაძინებლის გამო მაგრად ეძინა, მივიდა და მეორე ფეხზე წაუსვა თაბაშირი, თქვენ გაღვიძება უნდა გენახათ იმ კაცის, ვერ მიხვდა მეორე ფეხი როდის მოიტეხა… ( გურული მყავს ქმარი) ერთი ამბავი ატყდა საავადმყოფოში. ***თქვენ რა გიჭირთ პიროვნებას ერეკლე მეფე უწოდეთ აბა მე მარიამობის მარხვის დროს მამა გიორგის ნაცვლად ვეძებდი წმინდა გიორგის, როცა მესანთლეს შევეკითხე თუ სად იმყოფებოდა წმინდა გიორგი რომელმაც დამიბარა 12 საათისთვის. ის არც ზევით და არც ქვევით ვერ ვნახე. მე თქვენსვით ვაგრძელებდი წმინდა გიორგის ძებნას, ბოლოს ჩემმა დაქალს გაეხსნა გონება. ასე, რომ ერთ ბედ ქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ. .ეხლა შენ იხარხარე ჩემზე.ღვთისმშობლობას გილოცავ... ***მეგობარი ქალბატობი საბერძნეთში ცდილობდა ელემენტარული ბერძნულის სწავლას და სიტყვა “ტა იდია"- “იგივეა'', დაუკავშირა სარეცხის ფხვნილს ტაიდს. მეორე დღეს გვეკითხება არიელი რას ნიშნავდაო?! ***მე დამემართა ეგრე გალაქტიონზე.რეანიმაციაში ეწვა ახლობელს პაციენტი და მკითხა ექიმი ვინ არისო.იმ კლინიკაში ვმუშაობდი მეც და გალაქტიონ ტვილდიანის ნაცლად ვუთხარი გალაქტიონ ტაბიძე-თქო. ***ახლა ვზივარ და ხო ვხარხარებ და აუ ვინმე რომ შემოვიდეს ახლა ისეთი პაციენტი და წმინდა ნინოო რომ მითხრას:)))მაგრამ ჩემი პაციენტები ადვილად იმახსოვრებენ ნინო სახელს:)) ***მე მეგობარი მწერს საბუთებს ვაგზავნი და თბილისში დათოს ძეგლი რომაა მანდ დახვდიო.... აღმაშენებლის ძეგლზე. 242 2-ს მოსწონს
|