x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
აუცილებლად წასაკითხი: რა არის ვარსკვლავების “მარადიული” სილამაზის საიდუმლო?

ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ, თუ რა ახალგაზრდულად გამოიყურება ჰოლივუდის ესა თუ ის ვარსკვლავი. ბევრი ამას თავის მოვლის თანამედროვე საშუალებებს და პლასტიკური ქირურგიის უახლეს მიღწევებს მიაწერს, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ. უამრავი ადამიანია, ვისაც პლასტიკური ქირურგიის გასაკეთებლად დროც ჰყოფნის და ფინანსური რესურსებიც, მაგრამ ისინი მაინც მოხუცებს ჰგვანან და საკუთარი ასაკის კვალობაზეც კი ცუდად გამოიყურებიან.


ამავე დროს, აღნიშნულ თემაზე საუბარი ძალიან საფრთხილოა, რადგან დაბერების პროცესი ბოლომდე შესწავლილი არ გახლავთ და ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს ადამიანის დაბერებას. არსებობს მეცნიერების დარგი, გერონტოლოგია, რომელიც ამ პროცესს სწავლობს. დღეს ეს დარგი განვითარების საკმაოდ დაბალ საფეხურზეა, რადგან სიბერე მრავალი საუკუნის მანძილზე მიჩნეული იყო სრულიად ბუნებრივ პროცესად; ბევრი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ სრულიად ბუნებრივია, რომ ასაკის მატების კვალობაზე თანდათან ვბერდებით და შემდეგ ვკვდებით.

გერონტოლოგია კი უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იმას აქცევს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც 10-11 წლის ასაკში უკვე 70-80 წლის მოხუცებს ჰგვანან, ხოლო შემდეგ მალევე იღუპებიან. ესე იგი, რადგან ეს ასეა, არსებობს ორგანიზმში რაღაც ფარული მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს და ხანდახან შეცდომითაც მუშაობს. თუ ამ მექანიზმს გამოვრთავთ ან “გადავტვირთავთ, ” მარადიულ ახალგაზრდობას მოვიპოვებთ. სწორედ ამას ცდილობს გერონტოლოგია, თუმცა იმის გამო, რომ დარგის დაფინანსება სრულიად მიზერულია, მისი განვითარების დონეც შესაბამისი გახლავთ. ადამიანები ყველაფერს აფინანსებენ გერონტოლოგიის და ზოგადად, სამეცნიერო კვლევების გარდა. იშვიათი პიროვნებების გარდა მეცნიერების არავის არაფერი სწამს. რელიგიის დაფინანსება ათასეულებჯერ აჭარბებს მეცნიერების დაფინანსებას, ხოლო პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ავტოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყნებში ცხოვრობს. ავტოკრატიული და დიქტატორული ქვეყნები იოლად იწყებენ ომს, რადგან მათი ელიტები სხვებს აომებენ, საკუთარი შვილები კი პრესტიჟულ კურორტებზე ჰყავთ გაგზავნილი, სადაც ისინი წარმოუდგენელ ფუფუნებასა და განცხრომაში არიან. ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს, რომელიც პლანეტის 1/8-ზე ნაკლებს შეადგენს, უზარმაზარი თანხების გადასროლა უწევს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად და მეცნიერების ისეთი დარგებისთვის, როგორიც გერონტოლოგიაა, საკმარისი ფინანსური რესურსები აღარ რჩება.

ბოლო პერიოდში მილიარდერებმა (მაგ. ჯეფ ბეზოსი) აქტიურად დაიწყეს გერონტოლოგიის დაფინანსება, თუმცა მათ მიერ გაღებული ხარჯები ზღვაში წვეთია. მეცნიერების ნებისმიერი დარგის განვითარება არის ძალიან ხანგრძლივი, შრომატევადი და კოლოსალური დანახარჯების მქონე პროცესი. ამას ერთი ადამიანი, სუპერმდიდარიც რომ იყოს, ვერანაირად ვერ აუვა.

მოკლედ, მე არ მსურს, სტიგმის დამკვიდრებას ხელი შევუწყო და ვთქვა, რომ ცალკეული ადამიანების ბრალია, როცა ისინი ბერდებიან და ყველა თუ მოიქცევა ასე და ასე - აღარ დაბერდება. ჩვენ განსხვავებული ინდივიდები ვართ და განსხვავებულად ვბერდებით. ზოგი საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, თანაც ისე, რომ საამისოდ არაფერს აკეთებს, ზოგი კი საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო ხნიერად გამოიყურება მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. ამიტომ სტიგმა და იმის თქმა, რომ “შენი ბრალია, ” ცალსახად არასწორია!

მაგრამ მეორეს მხრივ მართლაც არსებობს რაღაც, რასაც დაბერების პროცესის შეფერხება ეფექტურად შეუძლია და ეს რაღაც სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება გახლავთ. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ნებისმიერი განცდილი ორგაზმი ააქტიურებს იმუნურ სისტემას და აახალგაზრდავებს კანს. ადამიანი, რომელიც ხშირად განიცდის ორგაზმებს (ისევ ვიმეორებ: სტიგმის დამკვიდრებას ხელს ნუ შევუწყობთ და მაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ახალგაზრდულ ასაკში დაბერებული ადამიანები როგორც წესი ორგაზმებს არ განიცდიან), ნაკლებად ბერდება. ხოლო ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყველაზე მეტი შანსი აქვთ, რომ სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებით იცხოვრონ და ბევრი და ხანგრძლივი ორგაზმები ჰქონდეთ. საამისოდ მათ აქვთ გარეგნობა, ნიჭი, ფინანსები და სოციალური სტატუსი. ამიტომ ისინი ნაკლებად ბერდებიან და ძალიან დიდხანსაც ცოცხლობენ. სიმდიდრე და ცხოვრების კარგი პირობები სიცოცხლესაც ახანგრძლივებს.

ამიტომ მხოლოდ პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტიკის უახლესი მიღწევების დამსახურება არ გახლავთ არც ცნობილი ჰოლივუდური ღიმილი და არც ვარსკვლავების ახალგაზრდული გარეგნობა. იფიქრო, რომ ვარსკვლავების შთამბეჭდავი გარეგნობა ფასადურია და “რომ გადაფხიკო” ამ ყველაფრის მიღმა სინამდვილეში მოხუცი ადამიანები დგანან, თავის დამშვიდებას ჰგავს. ცნობილი ფაქტია, რომ მდიდრები ღარიბებზე საშუალოდ დაახლოებით 10 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ხოლო სუპერმდიდარი და სუპერცნობილი ადამიანები შთამბეჭდავი გარეგნობით, რითაც ისინი საუკეთესო სქესობრივ პარტნიორებს იზიდავენ - ცოცხლობენ კიდევ უფრო დიდხანს.


მარგო

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0