x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირლანდიაში დედა ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
image
ირლანდიაში, კო-ვესტმიტში ასამართლებენ დედას, რომელიც ორი საკუთარი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ბავშვები დაიღუპნენ მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
48 წლის ლინ ეგარი (Lynn Egar)დაადანაშაულეს მისი ხუთი წლის ქალიშვილის ტელმა დენინის და ორი წლის ვაჟის მაიკლ დენინის მკვლელობაში.
image
ტრაგედია დატრიალდა ლაეკენში, მალტიფარნემის სოფლის გზაზე. სატვირთო მანქანის მძღოლმა 9 სექტემბერს იპოვა ეგარის მანქანა, რომელიც ავარიაში მოყოლილი არ იყო, თუმცა ცეცხლი ეკიდა, სალონში კი დედა ორი შვილთან ერთად იჯდა.
image
ბავშვები -ტელმა და მაიკლი, ორივე დაიღუპნენ ხანძრის შედეგად, ხოლო ეგარი ცეცხლმოკიდებული მანქანიდან სატვირთო მანქანის მძღოლმა გამოიყვანა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.
დეტექტივმა, სერჟანტმა დევიდ დონელიმ სასამართლოს განუცხადა, რომ ეგარს ბრალი წაუყენეს მკვლელობის ორი მუხლით. მისი თქმით, ბრალის წაყენების შემდეგ დედას არ უპასუხია.
ოლქის მოსამართლე ბერნადეტ ოუენსმა დააკმაყოფილა ადვოკატ დემიენ კოფის მოთხოვნა იურიდიული დახმარების თაობაზე მას შემდეგ, რაც მან გადასცა ეგარის შემოსავლების ამონაწერი.
მოსამართლე ოუენსმა განაცხადა, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უზეანესი სასამართლოს გადასაწყვეტია.
ეგარი სასამართლო შენობიდან გასვლის დროს სახეზე და თავზე შინდისფერს კაპიშონს იფარებდა, სანამ ოფიცრები მანქანაში ჩასვამდნენ.
image
იგი მოათავსეს დოჩას ცენტრშიში, დუბლინის მაუნტჯოის ციხის ქალთა განყოფილებაში, ქალი მომავალ ოთხშაბათს წარსდგება ატლონის რაიონული სასამართლოს წინაშე ვიდეოკავშირის საშუალებით.
image
ტელმა და მაიკი ერთად დაკრძალეს ერთ კუბოში 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ლონგფორდის წმინდა მელის ტაძარში მგლოვიარეებმა გაიგეს, რომ და-ძმა "განუყრელები იყვნენ".
image
2
51
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2