x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამ "ზონდერმა" ისეთი ქათინაური მესროლა, თავადაც ვერ მიხვდა ეს გაუნათლებელი" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის, თეა წლუკიანის პარლამენტში, დეპუტატების წინაშე ხმაურიან გამოსვლას შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ამ „ზონდერმა“ (აღიარა თავად, პარლამენტის ტრიბუნიდან „ზონდერი ვარ მერე რაო?!“) უკულტურო კულტურის მინისტრმა ისეთი ქათინაური მესროლა, თავადაც ვერ მიხვდა ეს გაუნათლებელი, „აჯანყება სურსო ჩარკვიანსო, რევოლუცია სურსო, რომ ეს ხელისუფლება ამოაყირავოსო“, და კიდევ „მიკროფონის ქურდი არ ვარ, რადგან რამდენიმე ხნის შემდეგ დავაბრუნეო“.


ანუ ამ „ზონდერ“ სამართლის მცოდნეს“ ჰგონია რომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაული გაბათილდა, რადგან მიკროფონი რამდენიმე თვის შემდეგ დააბრუნა?

ჰოდა ახლა ყურადღებით ვიყოთ, ე მანდ „დროებით მოხმარებაში“ ხახული ან თამარის ჯვარი არ მოიპაროს და ხელს არ გააყოლოს, ნუ ესეც არ ეგონება დანაშაული ცხადია"- ვკითხულობთ ოპოზიციონერი დეპუტატის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი პარლამენტში, დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, მოგვიანებით კი, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მიერ დასმულ მწვავე კითხვებსაც უპასუხა. კითხვები ძირითადად გელათის სამონასტრო კომპლექსს, სახელოვნებო განათლებასა და ფედერაციების დაფინანსების საკითხებსა და საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.








0
531
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
531