სხვა დროა, სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალოს პიტბულის ჯიშის ძაღლი საქართველოში 2022, 23 სექტემბერი, 15:37 უფრო წარსულში რომ არ გავიხედოთ, ბოლო ორ თვეში მომხდარი მაგალითებიც საკმარისია, რომელიც უშუალოდ საქართვეელოს შეეხება, გახსოვთ ალბათ აგვისტოსა დასაწყისში, როდესაც 70 წლის მარინა გაბუნია მისივე გარდაცვლილი გერის პიტბულმა სასიკვდილოდ დაგლიჯა .მარინა მუსიკოსი და პიანისტი იყო. იგი ამერიკის ბალეტის თეატრსა და ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში საქმიანობდა. ახლახან ცნობილი გახდა ვარკეთილში მოხდარი ინციდენტი - პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს. სამივე პირი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
მცირე ისტორია პიტბულ-ტერიერზე პიტბული ანუ ამერიკული პიტბულ-ტერიერი გამოყვანილია აშშ_ში XIX საუკუნეში. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს გამოჰყავდათ მებრძოლი ძაღლის ჯიშები. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი სტაფორდშირული ტერიერის და სხვა მებრძოლი ძაღლების შეჯვარების (მათ შორის, დღესდღეობით გადაშენებული მებრძოლი ბულდოგის) შედეგია. დღესდღეობით ამ სახეობის ძაღლების მხოლოდ სახელის ხსენება ისტერიას იწვევს. ძნელია ცალსახად აღწერო პიტბულის ტემპერამენტი, რადგან ჯიშის ტიპები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, ეს არის ძაღლი მხოლოდ გამოცდილი ძაღლების სელექციონერებისთვის (სასურველია გამოცდილი მწვრთნელებით ). პიტ ბულ ტერიერების ხასიათშია ძლიერი ნებისყოფაა, ისინი გამოირჩევიან გადამეტებული აზარტულობით თა და ძლიერი მებრძოლი სულისკვეთებით. მიდრეკილია ზოოაგრესიისკენ. მიუხედავად იმისა, რომ პიტ ბულ ტერიერი არის ამერიკული სტაფორდშირ ტერიერის წინაპარი, ის მაინც ითვლება FCI-ს მიერ არაღიარებულ ჯიშად. ჯიშის გარეგნობას ჯერ კიდევ არ აქვს მკაცრი სტანდარტები. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი რეგისტრირებულია UKC-ში. პიტბულ ტერიერი ყოველთვის საკმაოდ პოპულარული ჯიში იყო ამერიკაში. მათ ფართოდ იყენებდნენ ძაღლების ჩხუბში მონაწილეობის მისაღებად სხვა ჯიშის ძაღლებთან ერთად. ჯიშის შექმნისას გამოიყენეს ბულდოგები და ტერიერები. პირველი კიშისგან პიტბულებმა მიიღეს ძალა და გამძლეობა, მეორედან - სწრაფი რეაქცია. თავდასხმები მას შემდეგ რაც აშშ-ში ძაღლების ჩხუბი უკანონოდ იქნა აღიარებული, პიტბულებზე მკაცრი კონტროლი შემოიღეს, ამ ჯიშის ძაღლის მოშენება აიკრძალა. გახშირდა ადამიანებზე პიტბულის თავდასხმები, რითაც საზოგადოებაში გაერცელდა აზრი, რომ ეს ჯიში ძალზე სახიფათოა.მართლაც, ვიკიპედიის თანახმად, ამერიკაში ყოველწლიურად 30-იდან 50 -მდე ადამიანს კლავს ძაღლი, ხოლო 6000 -დან 13 000 -მდე ჰოსპიტალში ხვდება. უპირობო ლიდერობა კი პიტბულ ტერიერს უკავია, ადამიანზე თავდასხმების(მათ შორის სასიკვდილო) 80% სწორედ ამ ჯიშზე მოდის. აკრძალვები პიტბულის ყოლა მთლიანად აკრძალულია გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, პორტუგალიაში. შეზღუდვებია დაწესებული( სეირნობის შეზღუდვა, ზოგან სრულ აკრძალვის სახით. არასრულწლოვაებისთვის ძაღლის ყოლა, სავალდებულო დაზღვევა პატრონის პასუხიმგებლობით და ა.შ. )-უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, ესპანეთში, ირლანდიაში და საფრანგეთში; აკრძალულია პიტბულის შემოყვანა, მოშენება, გაყიდვა, ყიდვა და რეკლამა დიდი ბრიტანეთში, ისრაელში, თურქეთში, რუმინეთში, ავსტრალიაში და ახალი ზელანდიაში. სხვადასხვა აკრძალვები ან შეზღუდვები დაწესებულია მსოფლიოს 53 ქვეყანაში. შეერთებულ შტატებში არ არსებობს ფედერალური კანონი, მაგრამ შეზღუდვები დაწესებულია შტატისა და მცირე ადმინისტრაციულ დონეზე, შეზღუდვები ან აკრძალვები ამერიკული პიტბულ ტერიერზე შემოღებულ იქნა ქვეყნის 39 შტატში. ასე, რომ დრო ხომ არ არის, ან სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ამ ჯიშის ძაღლი საქართველოში? 246 1-ს მოსწონს
|