Daily Mail: ჯონი დეპი ხვდება ადვოკატს ჯოელ რიჩს, რომელიც მას სასამართლოში იცავდა დიდ ბრიტანეთში ემბერ ჰერდის წინააღმდეგ
Daily Mail, თავის ინსაიდერებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ჯონი დეპს რომანი აქვს თავის ადვოკატთან, ჯოელ რიჩთან, რომელიც მას იცავდა შარშან დიდ ბრიტანეთში The Sun-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დროს. ის არის საერთაშორისო იურიდიული ფირმა Schillings-ის პარტნიორი, რომლის კლიენტებს შორის არიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.
გამოცემის თანახმად, რიჩი დეპის მხარდასაჭერად და ვირჯინიაში ემბერ ჰერდის წინააღმდეგ გამართულ ბოლო სასამართლო პროცესზე მოვიდა. ამავე დროს, ის არ იყო დეპის გუნდის ნაწილი ამ პროცესში. სასამართლო პროცესის შემდეგ კი ერთსა და იმავე სასტუმროში დარჩნენ.
როდესაც რიჩი იცავდა დეპს სასამართლოში The Sun-ის წინააღმდეგ, რომელიც მსახიობმა ცილისწამებაში დაადანაშაულა, ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, თუმცა ცნობილია, რომ ის ახლა მეუღლესთან, ფინანსისტ ჯონათან რიჩთან განქორწინების პროცესშია, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ დეპს რომანს მიაწერდნენ ასევე ადვოკატ კამილა ვასჯკესთან, რომელიც მას ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე იცავდა, თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა და ადვოკატმაც მას აბსურდული უწოდა.