x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რუსეთიდან საქართველოში რუსების მასიური შემოდინება საფრთხეს უქმნის საქართველოს
image
უკრაინული არმიის მძლავრი და წარმატებული კონტრშეტევების შედეგად განადგურდა ასობით რუსი აგრესორი და ტყვედ ჩაბარდა 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო, რიგითი ჯარისკაცით დაწყებული და გენერლით დამთავრებული.
უკრაინის არმიის მოულოდნელმა და ელვისებურმა წინსვლამ რუსეთის დიქტატორის ამბიციები ვერ დააცხრო და მან მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის ტერიტორიაზე, მართალია მას ოფიციალური წრეები მას ნაწილობრივ მობილიზაციას ეძახიან, მაგრამ ფაქტია-მობილიზაციას დაუქვემდებარეს ადამიანები რომლებსაც არასდროს უმსახურია ჯარში და რეზერვის კურსებიც კი არა აქვთ გავლილი.


აქედან გამომდინარე რუსეთიდან მასიურად დაიწყო რუსეთის მოქალაქეების გადინება უახლოეს ქვეყნებში, განსაკუთღებით დიდი ნაკადი მოაწყდა საქართველოს, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან საქართველოში შემომავალი მანქანების კილომეტიანი რიგები დგას, რუსები მანქანებსაც კი ტოვებენ, ოღონდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოაღწიონ.


ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი პუტინის რეჟიმის მოქმედებას უკრაინის წინააღმდეგ ამართლებდა, მაგრამ როგორც კი მათ და მათ ოჯახებს შეეხო ჯარში გაწვევის საფრთხე, შესაბამისად "ტვირთი 200" ან "ტვირთი 300"-ად ქცევა არ უნდათ და საქართველოს მოაშურეს ლარსის და სომხეთის გავლით.


ლარსის გავლით მოდიან საკუთარი მანქანებით ხოლო ერევანში ჩადიან თვითმფრინავით, იქიდან კი მატარებლით ან დაქირავებული ტრანსპორტით მოდიან სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან და გადმოდიან საქართველოში.



მე არ მომეონა ქართველი პარლამენტარის, მმართველი პარტიის წარმომადგენლის ბატონი თალაკვაძის განცხადება, რომ ისინი მოქმედებენ საერთაშორისო კანონების დაცვით.


თუ ეს ასეა და ორმაგი სტანდარტით არ მიდის ხელმძღვანელობა, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ჩვენი მოძმე ერის-ინგუშების წარმომადგენლები საქართველოში და რატომ გააბრუნეს ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან უკან რუსეთის ფედერაციაში?


წარმოუდგენელ უაზრობად ვთვლი ოკუპანთ ქვეყანასთან გააუქმო ცალმხრივად სავიზო რეჟიმი და ყველას მისცე ქვეყანაში შემოსვლის საშუალება.


არავინ იცის ამდენ ათას რუსში ვინაა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე, ვინაა მისი მომხრე ან სულაც რუსული სპეცსამსახურების წამომადგენელი.


თავად რამდენიმეჯერ უკრაინაში 4-5 წლის წინ საცხოვრებლად ჩასულ რუსებს დივერსიული ქმედების მომზადებისას როგორ აკავებდა უკრაინის უშიშროების სპეცრაზმი, ხან საცხოვრებელ კორპუსებში, ხან ქუჩაში და წარმოიდგინეთ უკრაინულ ფორმაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილთა შორისაც კი.


თუ "აბა ომი გინდათ"?-მოსაზრების მომხრეებს მინდა მივმართო: ამდენი ათასი რუსი რომ შემოდის, მათთან კონფლიქტის შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ იცით რა შეიძლება მოხდეს? პუტინმა საკანონმდებლო სახე მისცა საკუთარ სურვილს და გამოაცხადა, რომ რუსებს და მათ უფლებებს რუსეთი დაიცავს ნებისმიერ ქვეყანაში. რა გგონიათ აქ ადვოკატებს გამოაგზავნის და სასამართლო დავას დაიწყებს მტყუან-მართლის გასარკვევად თუ უბრალოდ, როგორც 2008 წელს ჯარს შემოიყვანს?


სასწრაფოდაა რუსეთთან და სომხეთთან სავიზო რეჟიმი მისაღები, სასწრაფოდაა ქვეყნიდან დასარეპორტებელი თითოეული რუსი ვის პასპორტშიც ჩაკრულია სეპარატისტული რეჟიმების ბეჭდები (საბაჟოზე არა მგონია არ დაეფიქსირებინათ თუ ვის ჰქონდა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული).
არცერთ რუსეთის მოქალაქეს არ უნდა მიეცეს მოქალაქეობა, გარდა დისიდენტებისა, არცერთ "ტურისტს" არ უნდა მიეცეს არ უძრავი ქონების შეძენის უფლება, მაქსიმალური ვადა მათი აქ ყოფნისა უნდა შემცირდეს 2 თვემდე.


დივერსიული, ტერორისტული თუ სხვა სამხედრო მიმართულების საფრთხის გარდა რუსების დიდი რაოდენობის აქ ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს, კატასტროფულად ძვირდება ბინების ფასები, ძვირდება დასაქირავებელი ბინების ფასები, სწრაფად მატულობს პირველადი მოხმარების საგნების ფასები, რაც აუცილებლად დაარტყამს საქართველოს მოქალაქეების ისედაც მწირ ბიუჯეტს და შემოსავლებს.


აქ ჩამოსული რუსების დიდი ნაწილი არ ცნობს და არ აღიარებს ჟურნალისტური გამოკითხვებისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ტერიტორიის ოკუპაციას, მაშ რატომ ველოლიავებით ასეთებს და რატომ არ ვაძევებთ ქვეყნიდან?


"გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის"-ეს უძველესი გამოთქმაა და დღესაც აქტუალურია.


ჩემი მანქანის უკანა სარკეზე მაქვს მიკრული სტიკერი "Россия Оккупант", რასაც ამრეზით არა მარტო აქ ჩამოსული რუსები, არამედ სამწუხაროდ ქართველების ნაწილიც უყურებს.

0
172
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
172