სხვა პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვართან საცობები შეიქმნა 2022, 22 სექტემბერი, 13:59 პუტინის მიერ ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ იქიდან გამოქცეული რუსების თქმით საქართველოს საზღვარზე 20-საათიან საცობში მოყვნენ. საქართველოს საზღვართან საზღვრის გადაკვეთის მსურველებისს რაოდენობა იმდენად იდია, რომ საცობი შეიქმნა. Lenta.ru-სთან საუბარში რუსებმა საგუშაგოსთან შექმნილი ვითარება აღწერეს. საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა შეგიძლიათ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ზემო ლარსის საგუშაგოს გავლით. პირველი საცობები იქ 20 სექტემბერს დაიწყო, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში მიღებულ იქნა ახალი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის გათვალსიწინებულია სასჯელი. ასევე, დოკუმენტს დაემატა ცნებები „მობილიზაცია“, „სამხედრო მდგომარეობა“ და „ომიანობის დრო“. კაცმა, სახელად სერგეიმ, გამოცემას განუცხადა, რომ საცობი ამჟამად დაახლოებით შვიდი კილომეტრია, ხალხი მასში 20 საათის განმავლობაში დგას. რიგი ძალიან ნელა მოძრაობს, ბოლო გადაადგილება 20 წუთის წინ დააფიქსირეს. რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა პანიკა. მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან თავის დაღწევას ცდილობს.უცებ გაიოიდა ყველა ბილეთები უახლოესი ქვეყნების მიმართულებით. პუტინი და შოიგუ ამტკიცებენ, რომ საუბარია მხოლოდ მათზე, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს, დაახლოებით 300 000 რეზერვისტზე, თუმცა, პუტინის ხელმოწერილ ბრძანებაში არის საიდუმლო მუხლი, რომელიც, სავარაუდოდ, მათი რაოდენობის გაზრდის საშუალებას მისცემს. 122 3-ს მოსწონს
|