x
image
თამილა გურაშვილი
დედოფლისწყაროს რესურსცენტრის უფროსი "ნაციონალი" სიძის გამო გაათავისუფლეს?

image დედოფლისწყაროს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღანელმა ეთერი ზურიკაშვილმა (დავითაშვილი) გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა.


"ჩემი სამსახური მეტად შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო, 8 წელი ვიმუშავე ამ პოსტზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს აღარ მიწყობს, რთული ოპერაცია გავიკეთე თავზე, რაც შეეხება მოარულ ხმებს, თითქოს ჩემი სიძის ნაციონალობის გამო გამათავისუფლეს სიმართლეს არ შეეფერება, 2 წელია ჩემი სიძეა, თან აღარც არის მაგ პარტიაში, ის არაბეთშია წასული სამუშაოდ. სკოლაში საათები მქონდა, ცოტა დავიმატე და ისევე პედაგოგიურ მოღაწეობას გავაგრძელებ. რასაც ლაპარაკობენ ყველაფერი ჭორია, არავინ მაიძულა განცხადების დაწერა, ჩემით დავწერე." - აცხადებს ქალბატონი ეთერ ზურიკაშვილი.


მოარული ინფორმაციით, განცხადების დაწერის დროს ეთერ ზურიკაშვილმა განაცხადა, რომ "სადაც არ ჯობს, გაცლა ჯობსო."


ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი რესურსცენტრის ხელმძღანელი სიძის, ქალიშვილის მეუღლის ნაციონალურ პარტიაში ყოფნის გამო გაათავისუფლეს.



უნდა აღინიშნის, რომ ქალბატონი ეთერი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მასწავლებელი იყო და ამ რვა წლის მანძილზე ოცნების და ღარიბაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერად ითვლებოდა.


რაც შეეხება სიძეს, ლევან მჭედლიშვილი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო დედოფლისწყაროს ნაციონალური მოძრაობის ოფისში აქტიური წევრი. ასევე, იყო წყალკანალის ხელმძღანელი და საკრებულოს დეპუტატი. ის ამჟამად იმყოფება სამუშაოდ არაბეთში.


დედოფლისწყაროს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღანელის მოვალეობას ასრულებს რესურსცენტრის ფინანსისტი მარინე ჯორკოშვილი.


წლების განმავლობაში მოარული ინფორმაციით რესურსცენტრის უფროსის თანამდებობას ითხოვდა მამუკა ყავრელიშილი. მამუკა ყავრელიშვილი ოცნების წევრია. ცოტა ხნის წინ მან კულტურის ცენტრის ხელმძღანელი ილია მარტყოფლიშვილი ჩაანაცვლა. ილია მარტყოფლიშვილმაც საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა.



რესურსცენტრის უფროსის ადგილზე ასევე, მოიაზრება სოფელ სამრეკლოს სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.


0
460
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0